ახალი ამბები
ზუგდიდიდან ჩასული მოქალაქეები თბილისში საპროტესტო აქციაში მონაწილეობენ
საქართველოს მოქალაქეების ნაწილი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აპროტესტებს. დღევანდელ აქციას სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის ზუგდიდიდან უერთდებიან. რადიო "ათინათთან" პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ დღეს მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ორგანოსთან მოქალაქეების დიდი რაოდენობის მობილიზაცია, რადგან მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა და პარლამენტის წევრების უფლებამოსილების ცნობა არალეგიტიმურია.

"პარლამენტის დღევანდელი სხდომა არალეგიტიმურია. მისი შემადგენლობა არ ასახავს იმ არჩევანს, რაც ქართველმა ხალხმა გააკეთა. არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და დღევანდელი აქციაც იმ საერთო, დიდ მიზანს ემსახურება, რომ უნდა დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. პარლამენტის შემადგენლობა უნდა ასახავდეს მოქალაქეთა მიერ გაკეთებულ რეალურ არჩევანს. "ქართულ ოცნებას" ეს არჩევნები არ მოუგია და ამ გზით მოვიდნენ ისინი ე.წ უმრავლესობაში. ის ვითარება, რაც ჩვენს ქვეყანაშია გვაკარგვინებს დასავლურ მომავალს. ჩვენმა ქვეყანამ არ უნდა დაკარგოს ევროპული მომავალი", - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი არჩილ თოდუა.

აქციაზე იმყოფება ზუგდიდის შოთა მესხიას უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილიც. მათი თქმით, ისინი აგრძელებენ არჩევნების შედეგების გაპროტესტებას ახლა უკვე თბილისში, რადგან, როგორც ამბობენ, რუსულ რეჟიმთან ბრძოლის მთავარი ლოკაცია არის დედაქალაქი, პარლამენტის შენობის წინ.

"ვაგრძელებთ ბრძოლას რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. ვუერთდებით, თბილისში მიმდინარე აქციას, რადგან ვთვლით, რომ მთავარი ბრძოლის ველი ახლა არის პარლამენტთან, სადაც მთავრობა დღეს ცდილობს თვითლეგიტიმაციას. თითქმის ყველა სტუდენტი, რომელიც აქციაში იყო ჩართული, ნაწილი უკვე წასულია, ნაწილი კი ამ საღამოდან შევუერთდებით მათ. სტუდენტების პროტესტი გაგრძელდება, თუ რა ფორმით იქნება ეს, ამაზე განცხადებას გავავრცელებთ", - თქვა ზუგდიდის უნივერსიტეტის სტუდენტმა, ანა ჭანიამ.

ცნობისთვის, დილიდან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეები იკრიბებიან, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს კვლავ აპროტესტებენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. პარლამენტის შესასვლელთან რკინის ღობე და ჯებირია აღმართული.

მე-11 მოწვევის პარლამენტმა, რომელსაც მხოლოდ პარტია "ქართული ოცნება" ესწრება, პარლამენტის 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო. საარჩევნო ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები საკანონმდებლო ორგანოში არ იმყოფებიან. ისინი არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციას არ ცნობენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
დღის სიახლეები
11 / ივლისი 2026
დღევანდელი გადაცემა ერთ მივიწყებულ, თუმცა მრავალშრიან მეგრულ ტრადიციას -„ალანურობა-მალანურობას“ ეძღვნება.
02 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ისტორიული საბედიანოს, ოდიშისა და აფხაზეთის ჰიდრონიმიაზე - მდინარეთა სახელწოდებების ისტორიაზე ვისაუბრებთ.
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.