გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 ნოემბრიდან გამოიდარებს. დღისით დასავლეთ საქართველოში შედარებით დათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი შენარჩუნდება ცივი ამინდი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ზუგდიდში, მარტვილში, ანაკლიასა და ფოთში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.
რაც შეეხება ზემო-სვანეთს, მესტიაში უნალექო ამინდის ფონზე, ჰაერის ტემპერატურა დღისით +2, +7 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -9, -12 გრადუსამდე დაეცემა.
მასალის გამოყენების პირობები