ახალი ამბები
ვაპროტესტებთ საქართველოს რუსეთიზაციას, - ზუგდიდში აქციის მონაწილეებმა მსვლელობა გამართეს (ფოტო)
ზუგდიდში საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართნენ აღმაშენებლის ქუჩაზე, ქალაქის შემოსასვლელისკენ, ისინი სხვა მოქალაქეებს მოუწოდებდნენ შეუერთდნენ პროტესტს.


„დღეს ბიძინა ივანიშვილმა საბოლოოდ გვითხრა, რომ საქართველო არის რუსეთის უკანა ეზო. ჩვენ ქართველი ხალხი არაფრით დავთმობთ ჩვენს ისტორიულ მონაპოვარს, დღეები დარჩა ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი კობახიძეს, როგორც ლუკაშენკომ გააკეთა თავის დროზე, გამოვიდა უკრაინელი ხალხი და ლუკაშენკო გაუშვა მოუსავლეთში, რუსეთში ესევე მოუწევს კობახიძეებს, მდინარაძეებს და პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილს, წასვლა. ვაპროტესტებთ საქართველოს რუსეთიზაციას, არავითარ შემთხვევაში, საქართველო ვერ გახდება რუსეთის უკანა ეზო“, - განაცხადა მაია კალანდიამ, პარტია "ახალის" წევრმა და საკრებულოს დეპუტატმა.

აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ, ,,სამართლიანი არჩევნების” ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა, დავით ლოგუამ განცხადა, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება“ არის პირდაპირი განაცხადი, რომ საქართველო დაუბრუნდეს რუსულ ორბიტას“

„სწორედ ამას ვაპროტესტებთ, ჩვენ აქ გამოსული ადამიანები. ჩვენ გვაქს ბრაზი, იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა, ტყვიის გასროლის გარეშე მიიტაცა საქართველო“, - აღნიშნა მან.

ევროპული მომავალი, ქვეყნის ისტორიული არჩევანი და მოცემულობაა და ეს ადგილიც სიმბოლურად შეირჩა შეკრებისთვის:

„ევროპული მომავალი ქვეყნის ისტორიული არჩევანი და მოცემულობაა, ჩვენ აფხაზეთის და ოსეთის დაბრუნება გვსურს, ამ წუთას ჩვენ ვდგავართ გზაჯვარედინზე, რომელიც ზუგდიდის შემოსასვლელში აქედან 50 მეტრში 1924 წლის აჯანყების დროს იყო ერთ - ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეტაკება აჯანყებულებსა და რუსულ რეჟიმს შორის, სიმბოლურია რომ ჩვენ ამ ადგილას ვაპროტესტებთ ამ ყველაფერს , იმიტომ, რომ 1924 წლის აჯანყების მონაწილეთა სულების წინაშე უნდა ვიყოთ მართლები, იმ ადამიანთა წინაშე ვინც საუკუნეების მანძილზე იბრძოდა ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის, მაშინ ჩვენ რუსეთმა დაგვიპყრო იარაღით, დღეს გვიპყრობს იარაღის გარეშე, ბნელი ძალებით, მაგრამ ამ ყველაფერს ჩვენ აუცილებლად გავუწევთ წინააღმდეგობას და გავიმარჯვებთ“, - განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა არჩილ თოდუამ.

პროტესტის მონაწილეები ზუგდიდის შესასვლელთან გაჩერდნენ და დროებით, გზა გადაკეტეს. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები.

მანამდე, ზუგდიდის მცხოვრებლების ნაწილი, სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ შეიკრიბნენ, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ წყვეტს ევროკავშირთან მოლაპარაკებებს 2028 წლამდე.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დღის სიახლეები
18 / მაისი 2025
18 მაისს შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
18 / მაისი 2025
ოკუპირებული აფხაზეთისა მოსახლეობა რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გამარტივებული წესით მიღებას შეძლებს. რუსული სამთავრობო მედია „ტასი“ იუწყება, რომ სამართლებრივი აქტების ვებგვერდზე შესაბამისი ბრძანება პუტინის ხელმოწერით 17 მაისს გამოქვეყნდა.
17 / მაისი 2025
ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი აცხადებს, რომ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს სთხოვა, სირიამ გაიწვიოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.