რეგიონი
ზუგდიდში ჟურნალისტებმა აქციებზე დაშავებული კოლეგებისადმი სოლიდარობა გამოხატეს (ფოტო)
დღეს, 30 ნოემბერს, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში სამეგრელოს მედიის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.

ჟურნალისტებმა სოლიდარობა გამოუცხადეს თბილისში საპროტესტო მიტინგის დროს დაშავებულ კოლეგებს.

აქციის ერთ - ერთი მონაწილე ტელეკომპანია ,,ფორმულას'' სამეგრელოს ბიუროს ხელმძღვანელი - დავით მანია,  რადიო ,,ათინათთან’’ ამბობს, რომ დაშუვებელია ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, მით უმეტეს, ფიზიკური ანგარიშსწორება.

,,სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს დაშავებულ კოლეგებს, ყველას ვინც ნებისმიერი სახით, ნებისმიერი ფორმით არის წნეხის ქვეშ და ჩემმა კოლეგამ გურამ როგავამ, დღეს როგორც ეთერში თქვა მინდა მივუსამძიმრო იმ კოლეგებს, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო დღეს არ არიან აქ, ეს შეიძლება არ იყოს მათი პერსონალური გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არის ამ პროგაგანდისტული მანქანის ერთ - ერთი ნაწილი, სადაც ეს ადამიანები ტყვეობაშია არიან და იმედი მაქვს რომ მათი გამოხსნაც მოხერხდება ახლო მომავალში’’, - გვითხრა დავით მანიამ.

ინფორმაციისთვის, 28-29 ნოემბერს პარლამენტთან პოლიციის მიერ საპროტესტო აქციის დარბევისას, არაერთი ჟურნალისტი დაშავდა, მათ შორის, „ფორმულას“ ჟურნალისტი, ზუგდიდელი გურამ როგავა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.