ახალი ამბები
ჩვენ გვერდით ვუდგებით იმ ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან ჩვენი ევროპული მომავლის დასაცავად, - ჯიხშკარის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჯიხაშკარის N1 საჯარო სკოლის VIII, IX, X, XI, XII კლასების მოსწავლეები განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ გმობენ ძალადობას, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც იბრძვიან ევროპული მომავლის დასაცავად.

„ვუერთდებით რამდენიმე სკოლის მიერ წინ გადადგმულ ნაბიჯს.
ვგმობთ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს,რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78 მუხლს, რომელიც მოიცავს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას და ვიფიცებით იმის საფუძველზე, რომ ქვეყანა გამოვასწოროთ. ჩვენ გვერდით ვუდგებით იმ ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან ჩვენი ევროპული მომავლის დასაცავად. 
ვგობთ ყველანაირ ძალადობასა და ზეწოლას, რომელიც საპროტესტო აქციის მონაწილეებზე ვრცელდება.
წინ ევროპისკენ!!!“, - წერენ ახალგაზრდები სოციალურ ქსელში.

ზუგდიდის სკოლების მოსწავლეთა ნაწილი დილიდან იფიცება.

თბილისში და მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარე პროტესტის მონაწილე ახალგაზრდებს სოლიდარობას უცხადებენ სამეგრელოს, მათ შორის, ზუგდიდის რამდენიმე სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობები.

ისინი მიიჩნევენ, რომ ახალგაზრდები იცავენ ქვეყნის ისტორიულ მისწრაფებას - ევროპასთან ინტეგრაციას.

შეგახსენებთ, 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, რასაც თბილისში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, ზუგდიდში, საპროტესტო აქციები მოჰყვა.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სტატია
დღის სიახლეები
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
11 / ივლისი 2026
დღევანდელი გადაცემა ერთ მივიწყებულ, თუმცა მრავალშრიან მეგრულ ტრადიციას -„ალანურობა-მალანურობას“ ეძღვნება.
02 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ისტორიული საბედიანოს, ოდიშისა და აფხაზეთის ჰიდრონიმიაზე - მდინარეთა სახელწოდებების ისტორიაზე ვისაუბრებთ.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.