ახალი ამბები
პროტესტის მე - 10 დღე - ზუგდიდში ევროინტეგრაციის მომხრე მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ
ამ წუთებში, ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ, აქცია მიმდინარეობს.
შეკრებილებს ხელში უჭირავთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები. აქციის სლოგანია „სოლიდარობა რეჟიმის პატიმრებს“.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, დღევანდელი შეკრება, ოდნავ განსხვავებული ფორმატით ჩატარდება, ელექტრონული მუსიკის შემსრულებლები შეუერთდებიან საერთო - სახალხო პროტესტს.

ზუგდიდში, მოქალაქეები, მათ შორის, სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები, აბიტურიენტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, უკვე მე - 10 დღეა აპროტესტებენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ.


მათი მონაწილეების განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებასა და კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევას ეხება, რომელიც ხელისუფლებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად ყველა ზომის მიღებას ავალდებულებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 6 - 7 დეკემბრის ღამეს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპულ აქციაზე 48 ადამიანი, ხოლო სულ, 9 დღის თავზე, „პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის“ მუხლებით 386 პირია დაკავებული.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
დღის სიახლეები
11 / ივლისი 2026
დღევანდელი გადაცემა ერთ მივიწყებულ, თუმცა მრავალშრიან მეგრულ ტრადიციას -„ალანურობა-მალანურობას“ ეძღვნება.
02 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ისტორიული საბედიანოს, ოდიშისა და აფხაზეთის ჰიდრონიმიაზე - მდინარეთა სახელწოდებების ისტორიაზე ვისაუბრებთ.
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.