ახალი ამბები
ზუგდიდში ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია გაიმართა (ფოტო)
დღეს, 8 დეკემბერს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში, აქციის დროს დაშავებულ ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში სამეგრელოს მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და აქცია გამართეს.

ჟურნალისტებისა და ოპერატორების თქმით, ისინი კოლეგების მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას გმობენ, შესაბამის უწყებებს კი მოუწოდებენ, ძალადობის ფაქტები დროულ გამოიძიონ.

აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ დემონსტრაციებზე დაშავებული ჟურნალისტებისა და ოპერატორების ფოტოები.

ცნობისთვის, ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია 30 ნოემბერსაც გაიმართა.მათ პოლიციის მიერ საპროტესტო აქციის დარბევისას ჟურნალისტებზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობა გააპროტესტეს.

ინფორმაციისთვის, 7 დეკემბერს, ტელეკომპანია "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს პირდაპირ ეთერში ნიღბიანი პირები დაესხნენ თავს. დაშავებულია ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული.

მოქალაქეების ნაწილი უკვე მე-11 დღეა, ხალხმრავალ დემონსტრაციებს მართავს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. მათი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებასა და კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევას ეხება, რომელიც ხელისუფლებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად ყველა ზომის მიღებას ავალდებულებს.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2024 წლის იანვრიდან, სამეგრელოს რეგიონში მოქმედებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
დღის სიახლეები
25 / იანვარი 2025
სოხუმში აცხადებენ, რომ „სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის“ (ВЦИОМ) მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვა, რომლის შედეგებიც მედიაში გავრცელდა, „არ იყო შეთანხმებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტთან. შესაბამისად, ის მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით ჩატარდა“. ინფორმაციას აფხაზური ტელეგრამის არხები ავრცელებენ.
25 / იანვარი 2025
ზუგდიდში, გუშინ საღამოს, ერთ-ერთი საზოგადოებრივი საპირფარეშოს კედელზე სტენსილი გამოჩნდა.
24 / იანვარი 2025
ზუგდიდში, პროევროპული უწყვეტი საპროტესტო აქციების 58-ე დღეს, მოქალაქეებმა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია სახელწოდებით "სოლიდარობა სინდისის პატიმრებს" გამართეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.