საპატრიარქოს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მდებარე 12183 კვ/მ მიწის ნაკვეთი 1 ლარად გადაეცა. ამის შესახებ მთავრობის განკარგულებაში ვკითხულობთ, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.
დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 99 წლის ვადით, აღნიშნული მიწის ნაკვეთით უსასყიდლოდ სარგებლობის უფლება აქვს.
ამასთან, ეკლესიას გადაეცა ამავე ტერიტორიაზე განთავსებული შენობა-ნაგებობები.
ამავე ცნობით, საპატრიარქომ მითითებული თანხა ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში უნდა გადაიხადოს.
მასალის გამოყენების პირობები