ახალი ამბები
კახათის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მანანა მებონია წერს, რომ სამსახურს ტოვებს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მანანა მებონია სოციალურ ქსელში წერს, რომ სამსახურს ტოვებს.

"ეს პოსტი ჩემი ყველა პოსტისგან ყ ვ ე ლ ა ფ რ ი თ განსხვავებულია, გაგიკვირდებათ და ...მტკივნეულიც! ამავე დროს, პასუხისმგებლობითაა ნაკარნახევი. არ ვიცი რამდენად სწორად მოვახერხებ ჩემი ემოციის გადმოცემას, მაგრამ ვეცდები:
სკოლა და სასკოლო ცხოვრება ჩემთვის ღირსების საქმე იყო! 35 წლის განმავლობაში ერთი დღე არ მახსოვს დუნე, უშინაარსო, სამსახურეობრივი მოვალეობის მოხდის ნიშნით ჩავლილი, მაგრამ დგება მომენტი, როცა გრძნობ რომ ცვლილებაა საჭირო-ცვლილება შენს ცხოვრებაშიც და სასკოლო ცხოვრებაშიც.

მივდივარ და გულით მიმაქვს სიხარულიც და ეჭვნარევი სევდაც, რასაც უშენობასთან შეგუების სირთულე ჰქვია, ჩემო საყვარელო სკოლავ! მე შენ როგორც სულიერს და ყველაზე ახლობელს, ისე გიფრთხილდებოდი და გელოლიავებოდი!
მადლობა ყველას, ვინმაც ეს გზა ჩემთან ერთად გამოიარა. უდიდესი სიყვარული ჩემგან ჩემს ნამოწაფრებს და მოწაფეებს, რომლებიც ჩემი მისამართით მადლიერების გამოხატვას არ ერიდებოდნენ!

ჩემი ნაბიჯი მხოლოდ ჩემი ხანგრძლივი ფიქრის შედეგია და არა გარეგანი მიზეზებით განპირობებული!

ყველა მომავალი წარმატება უზომოდ გამახარებს", - წერს ის.

რადიო "ათინათი" მებონიას კომენტარისთვის დაუკავშირდა, თუმცა მან გადაწყვეტილების მიღების მიზეზებზე საუბარი არ ისურვა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.