ახალი ამბები
ზუგდიდში მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ ევროპული გზიდან ქვეყნის ჩამოშორების გასაპროტესტებლად (ფოტო)
აქცია იმართება ამ წუთებში ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ. ეს არის მოქალაქეების პროტესტის მე - 13 დღე.

ისინი ისევ შეიკრიბნენ ქალაქის ცენტრში, რათა გააპროტესტონ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ.

გამომოსვლელები შეკრებილებს მიმართავენ. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ზუგდიდის ოფისის ხეელმძღვანელი ეკა მინჯორაია ამბობს, რომ ის შეშფოთებულია, ისევე, როგორც საქართველოს სხვა მოქალაქეები, რომელთაც ართმევენ თვისუფალ საქართველოს და ევროპული გავითარების გზას.

ჩვენ ყოველ დღე ვხედავთ ახალგაზრდების დაკავების, ცემის, ჩხრეკის კადრებს, ვხედავთ ამ დღეებში როგორ ძალადობენ ახალგაზრდებზე, ჟურნალისტებზე. სცემენ დაკავების დროს, გაზის კაფსულებს უგდებენ. მოვისმინეთ ექიმებისგან, რას უტოლდება ეს ქმედება... მე წარმოვადგენ სამოქალაქო სექტორს, მეამაყება ის საქმიანობა, რომელსაც მე ამ ქალაქში ვახორციელებ, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, მე ვაძლიერებ ახალგაზრდებს, ქალებს, დემოკრატიულ მმართველობას, ვაძლიერებ სამოქალაქო ჩართულობას“, - თქვა მან.

მინჯორაიამ აღნიშნა, რომ 2012 და 2020 წლებში ის იყო „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი, თუმცა, მისი თქმით, დღეს „ქართული ოცნება“, რომელმაც „ამოგვიტრიალა კონსტიტუცია“, ქვეყანას მიაქანებს, დიქტატურისკენ, რუსეთისკენ“.

მან მოქალაქეებს ერთობისკენ მოუწოდა, რათა ისინი დასავლელი პარტნიორების დახმარებით, დაუბრუნდნენ თავისუფლებას და ევროპული განვითარების გზას.

აქციის დასრულების შემდეგ, შეკრებილები, მსვლელობით გაემართებიან ზუგდიდის ქუჩებში, მათ გაშალეს საქართველოს დიდი დროშა, რომ თანაქალაქელებს მოუწოდონ, შეუერთდნენ პროტესტს.

28 ნოემბრიდან, საპროტესტო დემონსტრაციები, საქართველოს მასშტაბით იმართება.

ამავე თემაზე: 

ყოველდღე ქვეყნის სამსახურში - ზუგდიდში აქცია მიმდინარეობს (ფოტო)

ზუგდიდში ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია გაიმართა (ფოტო)

„გაიფიცე“, - ახალგაზრდების აქცია ზუგდიდის მერიასთან

სამეგრელო რუსული რეჟიმის წინააღმდეგ - ზუგდიდში საპროტესტო აქცია გაიმართა (ფოტო)

ზუგდიდში ბულვარში, ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, აქცია იმართება (ფოტო)



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.