სოხუმში აცხადებენ, რომ დაწესებული შეზღუდვები, „მარაოსებრი“ გრაფიკი, არ არის ეფექტიანი და არ იძლევა ელექტროენერგიის მნიშვნელოვან ეკონომიას, რაც იმას ნიშნავს, რომ მას, ძირითადად, მაინერები მოიხმარენ. ამის შესახებ „აბაზა ტვ“ - ს „ჩერნომორენერგოს“ წარმოამადგენლებმა განუცხადეს.
მათივე თქმით, რაც შეეხება, უკანონო მაინინგთან ბრძოლას, ინტერნეტის გათიშვაც არ იქნება გამოსავალი, რადგან მაინერები სატელიტურ ინტერნეტს იყენებენ.
ამავე ცნობით, ე.წ. პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ, კიდევ ერთხელ მოუწოდა, მაინერებს, რომ გათიშონ თავიანთი აპარატები ელექტროქსელიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოუწევთ.
ამასთან, ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობაში აცხადებენ, რომ „ენგურჰესის“ წყალსაცავში წყლის დონე კრიტიკულ ზღვარზე რჩება და ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით, მდგომარეობა შეიძლება კიდევ უფრო გაუარესდეს, თუ სოხუმი რუსულ ელექტროენერგიაში კომერციულ ფასს ვერ გადაიხდის.
აფხაზური მედიის თანახმად, „აფხაზეთის ენერგოსექტორში არსებულ რთულ ვითარებასთან დაკავშირებით“, 11 - დან 17 დეკემბრის ჩათვლით, სასწავლო - სააღმზრდელო პროცესი
შეჩერდა სკოლებსა და ბაღებში.
უფრო ადრე, კომპანია "ჩერნომორენერგომ"
განაცხადა, რომ დღისით მოსახლეობას ელექტროენერგიას მხოლოდ 4 საათით და 40 წუთით მიაწვდიან.
შეგახსენებთ, რომ აფხაზი ლიდერის ასლან ბჟანიას
გადადგომის და მოსკოვთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“
ჩაგდების შემდეგ, რუსეთმა თითქმის სრულად
შეაჩერა ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტის დაფინანსება.
მასალის გამოყენების პირობები