ახალი ამბები
შამბა: აფხაზი სტუდენტებისგან რუსულ სამხედრო კომისარიატებში აღრიცხვაზე დადგომას ითხოვენ
ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ რუსეთში მცხოვრები აფხაზი სტუდენტების რუსეთის ფედერაციის სამხედრო გაწვევის კომისარიატებში რეგისტრაციის მოთხოვნებზე ისაუბრა.

მისი თქმით, საუბარია „ორმაგი, აფხაზეთის და რუსეთის მოქალაქეობის“ მქონე სტუდენტებზე. მისივე თქმით, ამ საკითხის გადაწყვეტა ჭიანურდება, რადგან საჭიროა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დამატებითი განკარგულება.

„ეხო კავაზას“ თანახმად, სერგეი შამბას შვილიშვილსაც მოსთხოვეს სამხედრო კომისარიატში რეგისტრაცია. ამის შესახებ შამბამ „საზოგადოებრივი პალატის“ სხდომაზე განაცხადა.

„უბრალოდ, რაღაც დროის განმავლობაში, ამ საკითხის მიმართ ლოიალურობას ავლენდნენ, თვალს ხუჭავდნენ, არ მოითხოვდნენ. ახლა ამას ითხოვენ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი დაუყოვნებლივ გაიწვევენ ჯარში, თუმცა სწავლის დასრულების შემდეგ, თუ ამ დრომდე არ ამოქმედდება კანონი ორმაგი მოქალაქეობის შესახებ, შესაძლოა, რუსეთში დარჩენის შემთხვევაში, ჯარში გაიწვიონ“, - განმარტა მან.

შამბამ აღნიშნა, რომ, ერთი მხრივ, კმაყოფილია, როცა აფხაზი სტუდენტები სწავლის დასრულების შემდეგ სამშობლოში ბრუნდებიან. თუმცა, მან ასევე აღიარა, რომ ახალგაზრდა პროფესიონალებს აფხაზეთში სამუშაოს შოვნა უჭირთ. ”თუმცა, იქაც [რუსეთში] არ არის ყიალი საჭირო”, - დასძინა მან.

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მოსკოვსა და სოხუმს შორის "ორმაგი მოქალაქეობის" საკითხების დარეგულრების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება 2023 წლის მაისში მოახდინა.

საუბარია შეთანხმებაზე, რომელსაც რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "საგარეო საქმეთა მინისტრმა" ინალ არძინბამ მოსკოვში 2022 წლის 27 სექტემბერს მოაწერეს ხელი.


დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „პირები, რომლებიც არიან ორივე მხარის მოქალაქეები, გადიან სამხედრო სამსახურს იმ მხარეზე, რომლის ტერიტორიაზეც მუდმივად ცხოვრობენ გაწვევის მომენტში“.







Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
16 / ოქტომბერი 2025
მეგრელი ადამიანის ყოფაში ერთი, თითქოს უმნიშვნელო ნაგებობა, ფაცხა მთელი კულტურის, ტრადიციისა და რწმენის მატარებელი იყო. ფაცხა არ იყო მხოლოდ თავშესაფარი, ის იყო სატკივარის, სიხარულის, საწყისის და დასრულების ადგილი.
09 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
16 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.