ახალი ამბები
სოხუმმა დონბასსა და კურსკში ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა
სოხუმიდან „დონბასსა და რუსეთის ახალ რეგიონებში“ ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთული კოლონა გაემართა. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტვირთი მიეწოდება დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების, ზაპოროჟიეს, ხერსონის, კურსკის ოლქების მცხოვრებლებს, ასევე რუსეთის მხარეს მებრძოლ აფხაზ მოხალისეებს, რომლებიც „პიატნაშკას“ ბატალიონში.

აქვე აღნიშნულია, რომ ტვირთში, რომელიც იწონის 110 ტონას, ციტრუსები და ბოთლირებული წყალი შედის. ის „აფხაზეთის სომხური თემის, კულტურული და საქველმოქმედო ფონდი „ამშენის“ და აფხაზური ციტრუსის კომპანიის“ მხარდაჭერით შეგროვდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ბადრა გუნბამ განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა მომავალშიც გაუწევს დახმარებას „დონბასს და რუსეთის ახალ რეგიონებს“.

ინფორმაციისთვის, აფხაზი ლიდერის ასლან ბჟანია გადადგომის და ე.წ. პარლამენტის მიერ საინვესტიციო ხელშეკრულების ჩაგდების შემდეგ, მოსკოვმა სრულად შეუჩერა სოხუმს დაფინანსება.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის 15 თებერვალს გაიმართება.










Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

სტატია
დღის სიახლეები
25 / დეკემბერი 2025
სამეგრელოში არსებობდა უძველესი რიტუალი ,,გეუკუმელუა" ზამთრის მზებუდობის ღამე, როცა წლის ყველაზე გრძელი სიბნელე სინათლეს უთმობს ადგილს.
20 / დეკემბერი 2025
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
18 / დეკემბერი 2025
მეგრელებისთვის ახალი წლის დილას ფრინველსა და ცხოველზე "გაჯობნა" მთელი წლის ბედს განსაზღვრავდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
25 / დეკემბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« იანვარი 2026 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.