ახალი ამბები
"ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს" - დღეს ზუგდიდში აქცია ორ ლოკაციაზე გაიმართება
დღეს, 24 დეკემბერს, ზუგდიდში მოქალაქეების ნაწილი მერიის შენობის წინ 16:00 საათზე შეიკრიბება, 18:30 საათზე კი საპროტესტო აქცია, მსვლელობით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლებს.

აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, მოთხოვნები უცვლელია: "გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და შეწყდეს მათი დევნა, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები".

"ზუგდიდში გუშინ ზარ-ზეიმით დაიწყო საახალწლო დღეები, რომლის პარალელურადაც ჩვენ უწყვეტი აქციის ოცდამეექვსე დღე გვქონდა. დღესასწაულების დროს ყველაზე მეტად უნდა გვახსოვდეს ის ადამიანები, რომლებიც რუსული რეჟიმის ტყვეობაშია და უკანონო პატიმრობა ემუქრება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში უწყვეტი პროტესტის 27-ე დღეა. მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში, პერმანენტული საპროტესტო აქციები იმართება.


ამავე თემაზე:

ზუგდიდში საპროტესტო აქცია საახალწლო ღონისძიებების პარალელურად მიმდინარეობს (ფოტო/ვიდეო)

პროტესტის 24 - ე დღე - აქცია და მსვლელობა ზუგდიდში (ფოტო)

ზუგდიდის მერიის შენობასთან მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს (ფოტო)
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2024 წლის იანვრიდან, სამეგრელოს რეგიონში მოქმედებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
დღის სიახლეები
10 / თებერვალი 2025
ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარედ პროევროპული საპროტესტო აქციები უკვე 75 დღეა მიმდინარეობს.
10 / თებერვალი 2025
დღეს, 10 თებერვალს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხი მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილება იყო, რომელიც საკრებულოს დეპუტატების უმრავლესობამ დაამტკიცა.
10 / თებერვალი 2025
მოსკოვსა და სოხუმს შორის მიღწეულია შეთანხმება დამატებითი ელექტროენერგიის მიწოდების თაობაზე, „რესპუბლიკის მოსახლეობის საიმედო ელექტრომომარაგების უზრუნველყოფის მიზნით”, ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტრო იუწყება.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.