ახალი ამბები
"ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს" - ზუგდიდში ქალთა მარში გაიმართა (ფოტო)
დღეს, 25 დეკემბერს, ზუგდიდში ქალთა მარში გაიმართა. სხვადასხვა თაობისა და პროფესიის ქალები ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე, რაფიელ ერისთავის ბიუსტის მიმდებარედ 17:00 საათზე შეიკრიბნენ და სხვადასხვა საპროტესტო შეძახილებით ქალაქის ცენტრალური ქუჩებისკენ გაემართნენ.

პროტესტის მონაწილე ქალებს ხელში ბანერები ეწერათ წარწერებით: "მთლიანი ევროპის შემორიგება უფრო მარტივია, ვიდრე გაბრაზებული მეგრელი ქალის", "გავიმარჯვებთ სახელოვნად", "ქართლის დედა არასდროს გახდება მატუშკა", "თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს", "ქალები ბოდიშს არ იხდიან".

მათი თქმით, პროტესტის მთავარი მოთხოვნები რჩება უცვლელი, რაც ხელახალი არჩევნების ჩატარებასა და თბილისში, აქციების დროს დაპატიმრებული მოქალაქეების გათავისუფლებას გულისხმობს.

"უწყვეტი პროტესტის 28-ე დღეა და საქართველოს ყველა დიდ ქალაქში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში მიმდინარეობს ქალების მარში და ჩვენი მოთხოვნა ისეთივეა, როგორც ეს 28 დღეს იყო. ეს არის გათავისუფლდნენ რეჟიმის პატიმრები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები იმისთვის, რომ საქართველო დაბრუნდეს თავის ისტორიულ სახლში, შინ ევროპაში", - ამბობს რადიო "ათინათთან" მეწარმე ციცინო შენგელია.

სამოქალაქო აქტივისტი კერენ ესებუა აღნიშნავს, რომ აუცილებელია პოლიციური სისტემის ჩამოშლა, რაც მისი თქმით, ჯანსაღი სახელმწიფოს მშენებლობის წინაპირობა გახდება.

"ჩემი სათქმელი არის ის, რომ ეს რეპრესიული, წმინდად პოლიციური, სრულიად დიქტატორული რეჟიმი არის მოსასპობი, დასანგრევი და თუ კი რამეს ვიტყვი, როგორც ქალი, ქალები აუცილებლად მოვუღებთ ამ რეჟიმს ბოლოს. ყველაფერი გადაიტანა ამ ქვეყანამ და ქალებს არაერთხელ გამოუყვანიათ ეს ქვეყანა და ისევ დაუყენებიათ სწორ გზაზე. ჩვენ შეგვწევს ძალა, ეს სისტემა ისევ ჩამოვშალოთ და დავიწყოთ ამ ქვეყნის მშენებლობა, რომელიც ბევრად უფრო ჯანსაღი იქნება, რაშიც იგულისხმება, რომ გვექნება კარგი განათლების სისტემა, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და აღარ იქნება პოლიციური რეჟიმი და არცერთმა პოლიტიკურმა კლასმა აღარ უნდა იფიქროს, რომ ხალხს მოექცევა ისე, როგორც ახლა "ქართული ოცნება" ექცევა და ტერორში ამყოფებს", - განმარტავს ესებუა.

აქტივისტი ივდო ოტობარი ამბობს, რომ საქართველოს ისტორიაში ქალების ხმა მუდმივად ისმოდა, ევროკავშირში გაწევრიანება კი ხელს შეუწყობს მათი ფუნდამენტური უფლებების უფრო მეტად დაცვას.

"ჩვენ შევიკრიბეთ, რადგანაც ქალების ხმა ისმოდეს, განსაკუთრებით კი რეგიონებში, სადაც უფრო ნაკლებად ხდება ხოლმე ეს. აქ არ არის მხოლოდ ხელისუფლებისა და რეჟიმის პრობლემა. ჩვენ ქალები არაფერ ახალს არ ვაკეთებთ იმიტომ, რომ წლებია ყოველდღიურად საკუთარი უფლებებისთვის ვიბრძვით. იმ ქალების ნაცვლადაც ვდგავართ აქ, ვინც რეჟიმმა გააჩუმა ან ფემიციდის მსხვერპლი გახდნენ. ჩვენ გვჭირდება ევროპა, რადგან ჩვენი ყოველდღიური უფლებები იყოს დაცული და არ გვეშინოდეს ღამით ქუჩაში გამოსვლისა და ძალადობის. აუცილებელია, პროტესტი გაგრძელდეს და ზოგადად მინდა ვთქვა, რომ ქართველი ქალები ყოველთვის იდგნენ მოწოდების სიმაღლეზე, ფრონტის წინა ხაზზე და მომავალშიც ასე გაგრძელდება", - თქვა ოტობარმა.

შეგახსენებთ, 28 ნოემბრიდან, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, მათ შორის, ზუგდიდში, პერმანენტული საპროტესტო აქციები იმართება. მოქალაქეები აპროტესტებენ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2024 წლის იანვრიდან, სამეგრელოს რეგიონში მოქმედებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
დღის სიახლეები
10 / თებერვალი 2025
ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარედ პროევროპული საპროტესტო აქციები უკვე 75 დღეა მიმდინარეობს.
10 / თებერვალი 2025
დღეს, 10 თებერვალს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხი მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილება იყო, რომელიც საკრებულოს დეპუტატების უმრავლესობამ დაამტკიცა.
10 / თებერვალი 2025
მოსკოვსა და სოხუმს შორის მიღწეულია შეთანხმება დამატებითი ელექტროენერგიის მიწოდების თაობაზე, „რესპუბლიკის მოსახლეობის საიმედო ელექტრომომარაგების უზრუნველყოფის მიზნით”, ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტრო იუწყება.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.