ახალი ამბები
ყაველაშვილის მიერ ინაუგურაციის დღეს ხელმოწერილი კანონების ნაწილი დღეიდან ამოქმედდა
"საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში" 2024 წლის 29 დეკემბერს გამოქვეყნდა რიგი კანონებისა, რომლებიც პარლამენტმა 13 დეკემბერს მიიღო.

მათ შორის არის ის კანონპროექტები, როლებსაც მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციის დღესვე მოაწერა ხელი. მათი ნაწილი ხელმოწერისთანავე შედის ძალაში, ნაწილისათვის კი სხვადასხვა პერიოდია განსაზღვრული.

2024 წლის 30 დეკემბრიდან უკვე ძალაშია:

- იკრძალება შეკრება-მანიფესტაციის დროს პიროტექნიკური ნაწარმის და ლაზერის გამოყენება - ჯარიმა 2 000 ლარი;

- იკრძალება „სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა“ - ისჯება 2 000-ლარიანი ჯარიმით;

- სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, როდესაც გზის სავალი ნაწილი სრულად არის დაკავებული, - ჯარიმდება 1 000 ლარით და მართვის უფლების ერთი წლის ჩამორთმევით ისჯება;

- საპროტესტო სტენსილის/წარწერის/პლაკატის უნებართვოდ განთავსება ქალაქის იერსახის დაზიანებისთვის ჯარიმდება 1000 ლარით - ნაცვლად აქამდე მოქმედი 50-ლარიანი ჯარიმისა; განმეორებით დაჯარიმება 2000- და 3000-ლარიან ჯარიმას უდრის;

- შსს-ის „სისტემაში დადგენილი“ ფორმის ან „მასთან მიმსგავსებული ატრიბუტიკის“ უკანონოდ ტარება 2000 ლარით ჯარიმდება;

- გზის გადაკეტვისას - თუ პოლიციამ ჩათვალა, რომ გადასაკეტად საკმარისი რაოდენობის დემონსტრანტი არ ყოფილა - გაზრდილია ადმინისტრაციული ჯარიმები - 5 000 ლარი ნაცვლად 500-ისა მონაწილეობისათვის, ხოლო „ორგანიზებისათვის“ - 15 000 ლარი 5 000-ის ნაცვლად).

ადამიანის უფლებადამცველები უწოდებენ მათ უწოდებენ, “დრაკონულს“, „რეპრესიულს“, „შემზღუდავს“, „სადამსჯელოსა“ და „არადემოკრატიულს“.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
სტატია
დღის სიახლეები
04 / დეკემბერი 2025
მეგრული მითოლოგია წყალთან დაკავშირებულ მრავალ რიტუალს მოიცავდა. წყალს მიიჩნევდნენ არა მხოლოდ სიცოცხლის წყაროდ, არამედ მფარველად, რომელსაც ნაყოფიერებასა და ჯანმრთელობას სთხოვდნენ.
27 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველ სამეგრელოში გავრცელებულ ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ტრადიციაზე ,,შურუბუმობაზე", დუმილის აღთქმაზე, რომელიც ოჯახს ბოროტისგან დამცავ ძალას ანიჭებდა.
27 / ნოემბერი 2025
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
04 / დეკემბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.