სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში, 2024 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 1.9% შეადგინა.
კერძოდ, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 1.3%ით გაიზარდა. ქვეჯგუფების მიხედვით ფასების მატება შემდეგნაირად გადანაწილდა:
ბოსტნეული და ბაღჩეული - 5.3%
ზეთი და ცხიმი - 3.0%
რძე, ყველი და კვერცხი - 2.4%
ყავა, ჩაი და კაკაო - 1%
ხორცი და ხორცის პროდუქტები - 0.6%
თევზეული - 0.5%
ამასთან, ფასები შემცირდა:
ხილი და ყურძენი - 1.7%-ით
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური
წვენები - 0.5%
რაც შეეხება ალკოჰოლურ სასმელებს და თამბაქოს, საქსტატის ცნობით, მათმა ღირებულებამ 5.9%-ით მოიმატა, ეს კი წლიურ ინფლაციაზე 0.48 პროცენტული პუნქტით აისახა.
მასალის გამოყენების პირობები