ახალი ამბები
ზუგდიდში უწყვეტი პროტესტის 39-ე დღეს მდუმარე აქცია გაიმართა (ფოტო)
ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წინ, მოქალაქეებმა უწყვეტი პროტესტის 39-ე დღეს მდუმარე აქცია გამართეს. ამ ფორმით მათ პატივი მიაგეს ოკუპირებულ გალში ხანძრის შედეგად დაღუპული მოზარდების ხსოვნას.

აქციაზე არ იყო სიტყვით გამოსვლები და საპროტესტო შინაარსის სიმღერები. მოქალაქეებმა წუთიერი დუმილის შემდეგ მოისმინეს ორგანიზატორების მიმართვა.

"დღეს განსხვავებული პროტესტი გვაქვს. ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა ოკუპირებულ აფხაზეთში. ჩვენი თანამოქალაქეები მძიმე ვითარებაში გარდაიცვალნენ, მცირეწლოვანი ბავშვები. ამდენად, დღეს არ გვაქვს ჩართვა სიმღერების სახით. მშვიდად და წყნარად ვაგრძელებთ პროტესტს. 39-ე დღეა, გარეთ ვდგავართ წვიმაში და სიცივეში, მაგრამ მთელი ეს წინაღობა არ გვაშინებს, თუმცა დღეს დაღვრემილად. მძიმე დღეა თითოეული ჩვენგანისთვის. გამძლეობას ვუსურვებ დაღუპულთა ოჯახს, რადგან წარმოუდგენელია მსგავსი ჯოჯოხეთი ოჯახისთვის", - უთხრა რადიო "ათინათს" სამართლიანი არჩევნების" რეგიონულმა ხელმძღვანელმა დავით ლოგუამ.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა არჩილ თოდუამ შობის დღესასწაულზე დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ, მძიმე ტრაგედიის გათვალისწინებით, შობის ღამეს სიმღერები არ იქნება და შესრულდება მხოლოდ საშობაო გალობა.

"დღეს ძალიან მძიმე ტრაგედია მოხდა ოკუპირებულ საბერიოში. ვიზიარებ ოჯახის დიდ ტკივილს. ვიცით, რომ ხუთი არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა ხანძარს. ჩვენი აქციები უწყვეტად გრძელდება, სანამ საბოლოო შედეგი მიღწეული არ იქნება. მკაფიოდ გვაქვს გაცხადებული რისთვის ვიბრძვით: ეს არის უკანონოდ დაპატიმრებულების გათავისუფლება, ხელახალი არჩევნები და ყველა იმ უწყების რეფორმა, რამაც უნდა მოგვცეს გარანტია, რომ ახალი არჩევნები თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება. ამ ბრძოლაზე გადის ჩვენი ქვეყნის მომავალი. ჩვენ არ გვინდა რუსულ ჭაობში ყოფნა. საქართველოს აქვს ამის გამოცდილება, რასაც ცუდის მეტი არაფერი არ მოუტანია. ოკუპაციას მოაქვს უმძიმესი შედეგები ყველასთვის, ოჯახებისთვის, ქვეყნისთვის და მომავლისთვის. ჩვენ არ უნდა დავუშვათ იმ მძიმე ტრაგიკული ისტორიული მომენტების გამეორება ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც საქართველო დღემდე იმკის", - გვითხრა თოდუამ.

შეგახსენებთ, დღეს, ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარს ხუთი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში, პერმანენტული საპროტესტო აქციები იმართება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.