სამ თვეში სამეგრელო-ზემო სვანეთში 2.7 მილიონი ლარის ვიდეოჯარიმა გამოიწერა - სტატისტიკა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებით, სამეგრელო-ზემო სვანეთში 2024 წლის მესამე კვარტალში (ივლისი, აგვისტო, სექტემბერი) 2 752 720 ლარის ვიდეოჯარიმა გამოიწერა.
სტატისტიკაზე დაყრდნობით, რეგიონში სულ 49 763 ჯარიმა დაფიქსირდა. აქედან, 21 704 შემთხვევაში, მძღოლებმა 20%-იანი შეღავათით ისარგებლეს და 879 780 ლარი გადაიხადეს.
ამავე ცნობით, სამართალდარღვევის ყველაზე მეტი შემთხვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა. ქალაქში 20 213 ჯარიმა გამოიწერა. მძღოლების მიერ დარიცხული თანხა კი 1 046 670 ლარს გაუტოლდა.
ცნობისთვის, აპრილი-ივნისის მონაცემებთან შედარებით, გასული 3 თვის სტატისტიკა მნიშვნელოვნად გაუარესდა. 2024 წლის მეორე კვარტალში რეგიონში 19 053 ვიდეოჯარიმა აღირიცხა.
მასალის გამოყენების პირობები