ახალი ამბები
აფხაზეთში რუსული ელექტროენერგიის „სოციალური ნაკადის“ ლიმიტი 18 თებერვალს იწურება, - "ჩერნომორენერგო"
სოხუმში აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის მოხმარების მიმდინარე რეჟიმის გათვალისიწნებით, რუსული „სოციალური ნაკადის“ ლიმიტი, შესაძლოა, 18 თებერვალს ამოიწუროს. ამის შესახებ „ჩერნომორენერგოს“ დირექტორმა, თემურ ჯინჯოლიამ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ შემდგომი სიტუაცია დამოკოდებულია ელექტროენერგიის მოხმარების დონეზე და ამინდზე. გარდა ამისა, საუბრა აფხაზეთში კრიპტოვალუტის მაინინგის გააქტიურებაზე და ხაზი გაუსვა ამ აქტივობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების აუცილებლობას. მისი თქმით, მაინინგი დღეში დაახლოებით 500 ათას კვტ/სთ ენერგიას მოიხმარს.

მანამდე, ენერგოკომპანიაში განაცხადეს, რომ 9 იანვრიდან, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდებაზე ახალი შეზღუდვები ამოქმედდება და დენი დღე - ღამის განმსვლობაში 6 საათით გაითიშება.

მათივე ცნობით, ამ ზომებს, რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიის სოციალური ნაკადის დაზოგვის აუცილებლობის გამო მიმართეს.

ამასთან, ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით, 2024 წლის 31 დეკემბერსა და 2025 წლის 1 იანვარს, მოსახლეობას ელექტროენერგია უწყვეტად მიეწოდებოდა.

ცნობისთვის, რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის ჰუმანიტარული ნაკადის მიწოდება 23 დეკემბერს დაიწყო.

ნოემბრის დასაწყისში, მოსკოვმა სოხუმს უფასო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა.

11 დეკემბრიდან მოსახლეობას დღისით არასრული სამ საათით მიეწოდებოდა დენი.

აფხაზი ლიდერის ასლან ბჟანიას გადადგომის და ე.წ. პარლამენტის მიერ მოსკოვთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ჩაგდების შემდეგ, რუსეთმა სრულად შეუჩერა დე ფაქტო რესპუბლიკას დაფინანსება. 15 თებერვალს ოკუპირებულ აფხაზეთში „საპრეზიდენტო“ არჩევნებია დაგეგმილი.

უკვე წლებია, სოხუმი ზამთრის პერიოდში ენერგოდეფიციტის აღმოფხვრას ვერ ახერხებს. ადგილობრივი ენერგოკომპანია ამის მიზეზად ელექტროქსელებზე გაზრდილ დატვირთვას და ინფრასტრუქტურის ცვეთას, ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დაბალ დონეს, სრული გამრიცხველიანების არარსებობას, ელექტროენერგიაზე დაბალ ტარიფებს, მოსახლეობის ნაწილის მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობას და კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგს ასახელებს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.