ახალი ამბები
რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩატარება - პროტესტის 44- ე დღე ზუგდიდში (ფოტო)
ზუგდიდში უწყვეტი პროტესტი გრძელდება, 17 საათიდან, მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ ქალაქის ცენტრში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ.

ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა თაობის ადამიანები, სამოქალაქო სექტორის, არასამთავრობო როგანიზაციების, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, სტუდენტები და აბიტურიენტები.

მათ, ტრადიციულად, ხელში უჭირავთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები, ბანერები, ასევე აქციების დარბევისას დაშავებული ადამიანების, მათ შორის ჟურნალისტების, ფოტოები.


თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს და ხელახალი სამართლიანი არჩევნები, ეს არის ორი მთავარი მოთხოვნა, რომელიც ისმის აქციაზე.

„ჩვენ ნადმვილად არ დაგვღლის ქუჩაში დგომა. სწორ მხარეს ვდგავართ, სწორი და მართალია ჩვენი ბრძოლა და აუცილებლად, გამარჯვებით დავასრულებთ. უკან წავაღებინებთ რეჟიმს იმ კანონებსაც, რომელთა აღსრულება ხდება ზუგდიდშიც, როდესაც რაღაც ქუდის ტარების გამო ჩვენს თანამებრძოლებს აჯარიმებენ, საქმეები აღძრეს მათ წინააღმდეგ, ადმინისტრაციული სამართალდარვევის კუთხით. ჩვენ გვინდა, რომ ეს აბსურდი ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ და არავის ამ ქვეყანაში, არც მოსამართლეებს, არც პოლიციელებს, არც საჯარო მოხელეებს, არავის არ უწევდეს უსამართლი კანონების საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ შესრულება“, - უთხრა შეკრებილებს აქციის ერთ- ერთმა ორგანიზატორმა არჩილ თოდუამ.


ადგილზე მობილიზებული სამართალდამცავების წინ მჯდომარე პროტესტი გამოხატა აქციის მონაწილე შალვა ესართიამ, ცოტა ხნის წინ ძალაში შესული კანონების წინააღმდეგ, რომლებიც, მანიფესტაციების მონაწილეებისთვის სახის დაფარვას კრძალავს. მას გუშინ, 9 იანვარს აქციის მსვლელობისას, სამართალდამცავებმა მოსთხოვეს, სახეზე შემოხვეული შარფი ჩამოეწია და სახე გამოეჩინა.

„არალეგიტიმური კანონებია ამ პროტესტის მიზეზი, ერთ - ერთი მათგანია პირბადის აკრძალვა, რომელსაც ხელი მოაწერა არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ ვეთანხმებით და გავაპროტესტებთ ყოველთვის. გუშინ, როგორც ასეთი, ჩემთვის პირადად დაჯარიმების ფაქტი არ უთქვამთ, მაგრამ, სავარაუდოდო, ვფიქრობ, რომ დამიკავშირდებიან უახლოეს დღეებში და ალბათ სასამართლოში დამიბარებენ. როგორც ამბობენ კულუარებში, დაჯარიმებული ხარო, ამბობენ“, - უთხრა მან რადიო „ათინათს“.


მანამდე, თავსაბურავის, ე.წ. ბალაკლავას ტარებისთვის, რამდენჯერმე დააჯარიმეს აქტივისტები, მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა.


სიტყვით გამოსვლისას, ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ხვალინდელი აქცია ოდნავ განსხვავებულ ფორმატში ჩატარდება და 14 საათზე დაიწყება. 11 იანვარს ზუგდიდში პროტესტის მონაწილეებს საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეუერთდება.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დღის სიახლეები
10 / აპრილი 2025
სამეგრელოში არსებობდა ორი ერთმანეთთან შინაარსით ახლოს მდგომი და თითქმის იდენტური ტრადიციული წესი ,რომელსაც ოჭიშაფუს ანუ შესაწევარს და გინაფორალს ანუ გადასაფარს უწოდებდნენ. ,,ოჭიშაფუ“ ხდებოდა ქორწილის დროს და ,,გინაფორალი“ მიცვალებულის განსვენების პერიოდში. ასევე, მეგრულ წეს-ჩვეულებებში მოწმდება მატერიალური ურთიერთდახმარების ორი სახე: ნატურალური და ფულადი.დღევანდელ გადაცემაში დაწვრილებითაა აღწერილი ყველა ტრადიცია წესები და მოვალეობები.
10 / აპრილი 2025
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს ახალი მოადგილე ჰყავს. დავით ვერავას მოადგილედ გიორგი ნადარაია დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.
10 / აპრილი 2025
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სენაკში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გზდ საკუთარ ვებ გვერდზე ავრცელებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.