წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჯოლოხეში, გუშინ, 10 იანვარს, გულად ჯოლოხავას საკარმიდამო ეზოში ეკალ - ბარდებს ცეცხლი გაუჩნდა.
ამის შესახებ რადიო
"ათინათს" წალენჯიხის მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ უთხრა.
მისი ინფორმაციით, ხანძრის სავარაუდო მიზეზი ე.წ სააგზაფუხლო სამუშაოებს უკავშირდება, ცეცხლი კი დაახლოებით 2 ჰექტარზე გავრცელდა.
,,მიმდინარეობდა საგაზაფხულო სამუშაოები, პატარა ცეცხლი გადაიზარდა უკონტროლო ცეცხლში, დაახლოებით 2 ჰექტარზე იყო მოდებული, ორი სახანძრო აქრობდა ერთი საათის განმავლობაში, პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ ძალიან ახლოს იყო დასახლებულ პუნქტთან’’, - გვითრხა თამარ ბელქანიამ.
ამ ეტაპზე ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია და ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
მასალის გამოყენების პირობები