სოხუმში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 41 წლის ასლან დოჩია დააკავეს. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის თანახმად, ამოღებულია დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული იარაღი. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
შემთხვევა დღეს მოხდა, კაფე „ბისკვიტში“ მისულ სტუმრებს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებას
სამი ადამიანი ემსხვერპლა: 38 ნარსოუ ჟიბა, 36 წლის ეშსოუ ჟიბა და და 43 წლის ლაშა კვიცინია.ტელეგრამის არხების თანახმად, მამაკაცი ქალაქის ე.წ. ადმინისტრაციის თანამშრომელია.
საინფორმაციო სააგენტო „აიაშარა“ , რომელიც ინცინდენტის ამსახველ
ვიდეოს ავრცელებს, წერს, რომ მას შემდეგ, რაც კაფეში ორ ადამიანს ესროლა, თავდამსხმელი გარეთ გავიდა, სადაც ერთ-ერთი დაჭრილის ძმას დაელოდა და ზურგში ესროლა.
ქალაქის ე.წ. პროკურატურის ინფორმაციით, მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები დანაშაულის ჩადენის მოტივის დასადგენად.
მასალის გამოყენების პირობები