ახალი ამბები
სოხუმში 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს საქართველოს სასარგებლოდ "ჯაშუშობისთვის" დაკავებულს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ კახა მურადოვს, რომელსაც ბრალი "სახელმწიფო ღალატში" და "საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში" ედებოდა, გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ის დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - "სახელმწიფო ღალატი" და "ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ბრუნვა" და მიუსაჯეს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. აქვე აღნიშნულია, რომ მურადოვს არც წინასწარი გამოძიების და არც სასამართლო პროცესის დროს ბრალი არ უღიარებია.

მურადოვის დაკავების შესახებ სოხუმში 2024 წლის 14 მაისს გახდა ცნობილი.  აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახური იტყობინებოდა, რომ მურადოვი აფხაზეთის "მოქალაქეა", ამასთან ერთად, მას ქართული პასპორტიც აქვს. 

დე ფაქტო შსს-მ მისი დაკავებისა და დაკითხვის ვიდეო გამოაქვეყნა. კერძოდ კი, მან "ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან კავშირებზე" ისაუბრა. 

უწყების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ " მურადოვი, რომელიც 1977 წელს აფხაზეთში დაიბადა, 1994-1999 წლებში საქართველოს შსს-ში მუშაობდა, კონტაქტები ჰქონდა 90-იან წლებში მოქმედი გასამხედროებული დაჯგუფებების, მათ შორის "მხედრიონის" ყოფილ მეთაურებთან".

მათივე მტკიცებით, მურადოვის სახლის ჩხრეკისას "ამოღებულია ტექნიკური საშუალებები, რომლებიც მიუთითებს მის კავშირზე საქართველოს სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშურ საქმიანობაზე".

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შსს - მ გამოაქვეყნა მისი "ჩვენება", რომლის თანახმად, მას დავალებული ჰქონდა აფხაზეთში რუსეთიდან შესულ მატარებლებზე თვალთვალი იმის დასადგენად, ხომ არ არიან დატვირთული სამხედრო ტექნიკით და ასევე, დაგეგმილი იყო ინფორმაციის მოსაპოვებლად მისი "ჩანერგვა" აფხაზეთის "სახელმწიფო დაწესებულებებსა და სამხედრო ობიექტებზე". გარდა ამისა, დავალებული ჰქონდა საქართველოსთან აფხაზეთის შეერთების მხარდამჭერი "ლოიალური ადამიანების" მოძებნა და მათთვის ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად ფინანსური დახმარების სახით დაგეგმილი იყო ერთი მილიონი ლარის გამოყოფა".

საქართველოს შესაბამის სტრუქტურებს მურადოვის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ცნობისთვის, 2022 წლის ივლისში "ჯაშუშობის" ბრალდებით გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში დააკავეს ქრისტინე თაკალანძე. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ თაკალანძეს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა 2023 წლის 5 მაისს მიუსაჯა.


ამავე თემაზე: 

სოხუმში აცხადებენ, რომ დააკავეს „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში“ ეჭვმიტანილი




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დღის სიახლეები
05 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
30 / მაისი 2025
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მთავრობის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელად ირაკლი ბაღათურია დაინიშნა.
30 / მაისი 2025
2025 წლის პირველ კვარტალში (იანვარი, თებერვალი, მარტი) საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 262.4 ათასით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.