გაგრაში სარემონტო სამუშაოების შესრულებისას სამი მუშა დაიღუპა
გაგრაში, საკანალიზაციო მილის გაყვანისას, სარემონტო სამუშაოებში ჩართული სამი მუშა დაიღუპა. ინფორმაციას ინტერნეტ - გამოცემა „აიაშარა“ ავრცელებს.
ქალაქ გაგრის სახანძრო-სამაშველო განყოფილების უფროსმა ასლან ტანიამ "აფსნიპრესს" განუცხადა, რომ მუშები 3-3,5 მეტრის სიღრმეზე ორმოში იმყოფებოდნენ, როდესაც მიწა ჩამოიშალა და ისინი ქვეშ მოყვნენ.
ადგილზე მისულმა მაშველებმა ადამიანები ორმოდან ამოიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შემთხვევა 21 იანვარს მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები