ახალი ამბები
გვედავებიან ფეისბუქ პოსტის განთავსებას, რომელშიც, თითქოს, შეურაცხყოფას ვაყენებთ შსს-ს მაღალჩინოსნებს - ენმ-ის მხარდამჭერები სასამართლო დავაზე
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები და ყოფილი პოლიციელები, დავით ყოლბაია და ლევან გოგია მივიდნენ, სადაც მათ წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო დავა გააპროტესტეს.

მათი თქმით, გამოძიება 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც საზოგადოებრივ ადგილებში შეურაცხყოფას და პოლიციის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

კერძოდ, ყოლბაია და გოგია ამბობენ, რომ გამოძიება მათ სოციალურ ქსელში შსს-ის მაღალჩინოსნების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთებას ედავება, რაც, მათი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება და ბრალდებაც პოლიტიკური მოტივითაა განპირობებული.

" ჩვენ წინასაარჩევნო პროცესებში აქტიურად ვმონაწილეობდით. გამოვავლინეთ არაერთი სისხლის სამართლის დანაშაული, მათ შორის, პირადობების მიმართულებით. არჩევნების შემდგომ ვიყავით და ვართ საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეები. მათ გადაწყვიტეს, რომ ჩვენს მიმართ გაატარონ ისეთი სახის ღონისძიებები, რაც რუსეთში ხდება. მედავებიან ფეისბუქ პოსტის განთავსებას, სადაც შეურაცხმყოფლად მოვიხსენიებ შსს-ის მაღალჩინოსნებს.

იმ პირობებში, როდესაც ისინი ძალადობენ აქციის მონაწილეებზე თბილისში და სხვაგან, რთულია, პოლიციელები კარგად მოიხსენიონ, თუმცა მე მსგავსი ტიპის კომენტარი და პოსტი არ გამიკეთებია. თვითონ უნდა ამტკიცონ ეს", - ამბობს დავით ყოლბაია.

ლევან გოგია კი დასძენს, რომ მათი სოციალური ქსელის ანგარიში, სავარაუდოდ, გატეხეს და იქ შეურაცხმყოფელი შინაარსის პოსტები გამოაქვეყნეს, რომელსაც ახლა ბრალდებულების წინააღმდეგ აქვეყნებენ.

"მათ იცოდნენ ჩვენი საქმიანობის შესახებ, რომ ვიყავით ოპოზიციური პარტიიდან არჩევნების პროცესში ჩართული და უნდათ, გამოიყენონ დისკრიმინაცია და რეპრესიები. თავიანთ ხელშია, პროკურატურა, სასამართლო, შსს და როგორც უნდა ისე მართავენ ორგანოებს. რასაც გვედავებიან, არის ფარსი, თვითონ შეთითხნეს და მოიგონეს. ჩვენივე სურათებით ახალი გვერდები შექმნეს, თუ ჩვენ გაგვიტეხეს სოციალური ქსელები და იქიდან შეურაცხმყოფელი წინადადებები დაწერეს, რასაც ახლა ჩვენს წინააღმდეგ იყენებენ. ამას მტკიცება სჭირდება. მე ფეისბუქმა არაერთხელ მომწერა, რომ ჩემს გვერდზე ცდილობდნენ შემოღწევას. არ ვაღიარებ აღნიშნულს.

გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ, ქუჩაში შემხვდა უცნობი ადამიანი და მითხრა, თუ ქვეყანას არ დავტოვებ, დამიჭერენ. ამის შესახებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უკვე მივმართე. გუშინაც, ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა გაიმეორა იგივე. მე არ ვაპირებ ქვეყნის დატოვებას, ცხადია", - ამბობს გოგია.

აღნიშნულ საქმეზე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში პროცესი დღეს უნდა გაიმართოს, რომელსაც მოსამართლე გვანცა ვარდანიძე გაუძღვება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2024 წლის იანვრიდან, სამეგრელოს რეგიონში მოქმედებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
დღის სიახლეები
30 / იანვარი 2025
ზუგდიდში, პროტესტის 64 - ე დღეს, მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან.
30 / იანვარი 2025
ზუგდიდში, პროტესტის 64-ე დღეს, სამოქალაქო აქტივისტი შალვა ესართია დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია "დროას" წარმომადგენელი მარიამ სიჭინავა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
30 / იანვარი 2025
სამეგრელო-ზემო სვანეთში დევნილებისთვის გათვალისწინებულ 45-ლარიან დახმარებას 59 388 ადამიანი იღებს. ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკაში ვკითხულობთ.
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.