ახალი ამბები
აღარ ვიკავებ ფახულანის გამგებლის მოადგილის პოზიციას, მაგრამ არ ვიცი რის გამო - გოგი გოგოხია
წალენჯიხის ადმინისტრაციული ერთეულის, ფახულანის რწმუნებულის ყოფილმა მოადგილემ გოგი გოგოხიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ "წალენჯიხაში კოალიციური მმართველობა დასრულებულია".

გოგოხიას თქმით, ის სამსახურში რამდენიმე თვიანი კონტრაქტის საფუძველზე აიყვანეს, ვადის ამოწურვის შემდეგ კი ხელშეკრულება არ გაუგრძელეს.

"2021 წლიდან, მეც კოალიციის ნაწილი ვიყავი, თუმცა ისე მოხდა, რომ უკვე აღარ ვიკავებ ფახულანის გამგებლის მოადგილის პოზიციას, მაგრამ არ ვიცი რის გამო. არც არავინ შემხმიანებია. მთელი წალენჯიხის მასშტაბით, მხოლოდ მე ვიყავი, ვისაც არ გაუგრძელდა ხელშეკრულება. გაურკვევლობაში ვარ. ამ ყველაფერში ლომის წვლილი მიუძღვის ივანე ბურდულს. რაც კეთდება ან ფუჭდება, ყველაფერი მისი დამსახურებაა", - ამბობს რადიო "ათინათთან" გოგოხია.

შეკითხვაზე, კონტრაქტის გაგრძელებაზე უარის თქმა არის თუ არა პოლიტიკური მოტივით განპირობებული, გვპასუხობს, რომ ცალსახად ასეა, რადგან, მისივე თქმით, სხვა მიზეზი არ არსებობდა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებელს ივანე ბურდულს დავუკავშირდით. ის უარყოფს ბრალდებას, რომ გოგოხიას კონტრაქტი პოლიტიკური მოტივით არ გაუგრძელდა.

მისი თქმით, წელიწად-ნახევრის მანძილზე, გოგოხია არ ცხადდებოდა სამსახურში და ხელშეკრულების განახლებაც სწორედ ამ მიზეზით არ მოხდა.

"ჩვენ, პირიქით, მივესალმებით კოალიციურ მმართველობას. ამისკენ ვართ მოწოდებული. უბრალოდ, წელიწად-ნახევრის განმავლობაში ეს ადამიანი არ დადიოდა სამსახურში. ფახულანში, ვისაც გინდათ ჰკითხეთ, არ იყო ადგილზე. რამდენჯერმე ვთხოვეთ, ადგილზეც იყვნენ მისულები, მაგრამ ის, ძირითადად, თბილისში იყო და არ იყო სამსახურში. ძალიან ბევრი ადამიანია სხვადასხვა პოლიტიკური პარტიიდან მერიაში დასაქმებული და არანაირი პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება ეს არ ყოფილა", - ამბობს ბურდული.

გოგი გოგოხია ფახულანის რწმუნებულის მოადგილის პოზიციას 2021 წლიდან იკავებდა. ის ასევე იყო პარტია "ლელოს" ადგილობრივი წარმომადგენელიც.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.