სოხუმის შემოგარენში, ტყის მასივში გაჩენილ ხანძარს, მთელი ღამის განმავლობაში აქრობდნენ.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, დილიდან, ცეცხლის ახალი კერები დააფიქსირეს.
მათივე ცნობით, გამომდინარე იქიდან, რომ მთის მწვერვალზე, ხანძრის ეპიცენტრამდე სპეციალური ტექნიკის მიყვანა შეუძლებელია, მეხანძრეები ცეცხლს, უფრო დაბლა, ფერდობზე, ხელით აქრობენ.
„საგანგებოს“ თანხმად, სიტუაციას სპეციალისტები აკონტროლებენ და ამ ეტაპზე, ცეხცლის დასახლებულ ფუნქტებზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
ხანძრის მიზეზად ადამიანური ფაქტორი სახელდება.
მასალის გამოყენების პირობები