მომდევნო დღეებში ზუგდიდში ჰერის ტემპერატურა +6, +8 გრადუსამდე შემცირდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში (4-6 თებერვალი) დასავლეთ საქართველოს დაბლობ და სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა ზუგდიდსა და მარტვილში +6, +8, ფოთსა და ანაკლიაში კი +7, +9 გრადუსამდე შემცირდება.
რაც შეეხება ზემო-სვანეთს, მესტიაში ღრუბლიანი და თოვლიანი ამინდია ნავარაუდევი. ზოგან შესაძლებელია ქარბუქი და ნისლიც. ტემპერატურა -1, +1 გრადუსამდე დაიკლებს.
მასალის გამოყენების პირობები