ახალი ამბები
მარტვილში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, მარტვილის სოფელ სალხინოში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება საკუთარ ვებ გვერდზე ავრცელებს.

მათი თქმით, სოფელ სალხინოში, მოქალაქეს საცხოვრებელი სახლის ეზოში ლენტური ტიპის დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი ჰქონდა დამონტაჟებული. უკანონო სახერხი საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული იყო წიფლის სახეობის სხვადასხვა ზომის 5 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი).

დეპარტამენტის განმარტებით, აღნიშნული ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2024 წლის იანვრიდან, სამეგრელოს რეგიონში მოქმედებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
დღის სიახლეები
04 / თებერვალი 2025
„IDS ბორჯომი საქართველო” ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „ბაკურიანი ციდას“ დალევის შემდეგ მცირეწლოვანი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია მოხდა.
04 / თებერვალი 2025
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია უმეთვალყურეოდ დარჩენილი 100 ძაღლის დროებით თავშესაფარში გადასაყვანად 17 000 ლარს გამოყოფს. ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
04 / თებერვალი 2025
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ელჩმა კომენტარი გააკეთა ქართული ოპოზიციის მოწოდებაზე სირიის ხელისუფლებისადმი აფხაზეთის აღიარების გაუქმების შესახებ.
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.