„IDS ბორჯომი საქართველო” ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „ბაკურიანი ციდას“ დალევის შემდეგ მცირეწლოვანი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია მოხდა.
კომპანიის ცნობით, შემოწმდა, როგორც კონკრეტულ მაღაზიაში, ასევე, ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუშები და დარღვევა არ გამოვლენილა.
„გაცნობებთ, რომ კომპანიის მხრიდან მყისიერი რეაგირების შედეგად, გადამოწმდა კონკრეტულ მაღაზიაში (სადაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მოხდა პროდუქტის შეძენა) ნიმუშები და დარღვევა არ გამოვლენილა.
პარალელურ რეჟიმში, შევამოწმეთ ამჟამად ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში და ვადასტურებთ, რომ აღნიშნულ ნიმუშებში დარღვევა არ დაფიქსირებულა.
ასევე, გადამოწმდა საწარმოო პროცესის სრული ტექნოლოგიური ციკლი, რომელიც გამორიცხავს პროდუქტში რაიმე უცხო ნივთიერების მოხვედრას,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ უწყებამ უკვე დაიწყო მოკვლევა, აღებულია წყლის სინჯები, რომლის ლაბორატორიული კვლევის შედეგებიც მყისიერად გასაჯაროვდება.
მასალის გამოყენების პირობები