ახალი ამბები
ოკუპირებული აფხაზეთის რუსეთთან ე.წ. საზღვარზე ადლერის გამშვები პუნქტის გაფართოება იგეგმება
„რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე“ განთავსებული ადლერის საავტომობილო გამშვები პუნქტის რეკონსტრუქცია იგეგმება, შესაბამის პროექტს „როსგრანსტროი“ ამზადებს.

ამის შესახებ „აფსნიპრესი“ წერს, სოჭის ადმინისტრაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით.  ამავე ცნობით, ეს არის ყველაზე დატვირთული საავტომობილო გამშვები პუნქტი რუსეთში, რომელსაც ყოველწლიურად 13 მილიონი მოქალაქე და 2,7 მილიონი მანქანა კვეთს.

„ყოველდღიურად აქ სახელმწიფო საზღვარს 35 ათასზე მეტი ადამიანი და 8 ათასამდე მანქანა კვეთს. საკურორტო სეზონზე ეს მაჩვენებლები კიდევ უფრო მაღალია. რეკონსტრუქცია გაზრდის მის სიმძლავრეს და შეამცირებს რიგებს როგორც მძღოლებისთვის, ასევე ფეხით მოსიარულეებისთვის“, - განაცხადა სოჭის მერის მოადგილემ ვიაჩესლავ ბაუერმა.

მისივე ცნობით, ახალი პროექტი „28 ზოლის გაყვანის საშუალებას იძლევა, რაც საგუშაგოს გამტარუნარიანობას 80,5 ათას ადამიანამდე და დღეში 14 ათას მანქანამდე გაზრდის, რაც კომფორტულ სამუშაო პირობებს შეუქმნის „საკონტროლო ორგანოების თანამშრომლებს და მოქალაქეებს, რომლენიც „აფხაზეთის საზღვარს კვეთენ“.

"ადლერის" საგუშაგოს რეკონსტრუქციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაზე რუსული მხარე, 2023 წლის აგვისტოშიც აცხადებდა.

მაშინ მედია წერდა, რომ ფსოუს ეწ. საკონტროლო - გამშვებ პუნქტზე გამტარუნარიანობის გასაზრდელად ძველი ხიდის კაპიტალური რემონტი იგეგმებოდა.







Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
2024 წლის იანვრიდან, სამეგრელოს რეგიონში მოქმედებს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ საკონსულტაციო ცენტრი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზამთარში თუ შვებულების საინტერესოდ გატარებას გეგმავ, მთავარი მისი სწორად დაგეგმვაა. სწორი გათვლებითა და მცირე დანახარჯებით შეგიძლიათ ოცნების არდადეგები მოიწყოთ.
დღის სიახლეები
11 / თებერვალი 2025
11 თებერვლიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, - ამის შესახებ განცხადებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
11 / თებერვალი 2025
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება, მათ შორის, ბაბუშარას აეროპორტში რუსეთიდან შესრულებულ პირველ საცდელ ფრენას.
10 / თებერვალი 2025
ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარედ პროევროპული საპროტესტო აქციები უკვე 75 დღეა მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.