შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. დაკავებულია 1993 წელს დაბადებული ნ.ჯ.
უწყებაში განმარტავენ, რომ პოლიციამ დაკავებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილიდან, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 9 ვაზნა ამოიღო.
მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ქვეყნის მასშტაბით, შსს-ს მიერ ბოლო პერიოდში ჩატარებული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალების ფლობისთვის დაკავებულია 21 პირი.
მასალის გამოყენების პირობები