ახალი ამბები
ვალერი ბგანბამ აფხაზეთის დე ფაქტო სუს - ის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“ უფროსი დიმიტრი კუჩუბერია თანამდებობიდან გაათავისუფლეს. შესაბამის განკარგულებას ხელი „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ მოაწერა. 
ამავე ცნობით, მისი მოვალეობის დროებით შესრულება ალხას ჩიჩბას დაეკისრა.

„ეხო კავკაზას“ თანახმად, გადადგომის მიზეზი არ დასახელებულა.

ამავე ცნობით, ბგანბამ 17 თებერვალს, „უშიშროების ძალებთან“ შეხვედრა გამართა, რომელიც ეძღვნებოდა „საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ქვეყანაში არსებულ რთულ სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებას“. კერძოდ, დისკუსია შეეხო, ბგანბას და სომხური თემის წარმომადგენლების მიმართ მუქარას.


შეხვედრაზე, სომხური თემის თავმჯდომარემ, ალიკ მინოსიანმა ისაუბრა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, „სომხების, სოფლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელების და მოსახლეობის დაშინების ფაქტებზე".

სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ „ჩაატარებენ შესაბამის გამოძიებას და მიიღებენ ზომებს მსგავსი უკანონო ქმედებების აღსაკვეთად“.

აქვე აღინიშნა, რომ „წინასაარჩევნო კამპანიის“ განმავლობაში შვებულებაში ბევრი თანამდებობის პირი იყო გასული. ვალერი ბგანბას თქმით, ერთი თვე უკვე გავიდა. ამასთან დაკავშირებით, მან ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ზურაბ ქაჯაის, მიმართა თხოვნით, "შეამოწმოს რომელი თანამდებობის პირები არ გამოცხადდნენ სამსახურში".

„პრეზიდენტობის“ კანდიდატმა ბადრა გუნბამ განაცხადა, რომ ვალერი ბგანბას გადაწყვეტილება „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის“ ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის თაობაზე, გასული წლის ნოემბერში ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმებების დარღვევაა.

„მე ვთვლი, რომ ვალერი ბგანბამ დაკარგა როგორც მორალური, ისე პოლიტიკური უფლება, განაგრძოს აფხაზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება“, - განაცხადა გუნბამ და დასძინა, რომ ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობა ე.წ. პარლამენტის სპიკერმა უნდა შეასრულოს.

განცხადება ასევე გაავრცელა "პარტიათა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების კავშირმა", რომელშიც ნათქვამია, რომ „ოპოზიციის წარმომადგენლებმა უხეშად დაარღვიეს ხელმოწერილი ხელშეკრულებები“.

ისინი მიჩნევენ, რომ ბგანბამ, „პრეზიდენტობის“ კანდიდატის ადგურ არძინბას დავალებით, გამოსცა განკარგულება „აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ“. მათივე თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ „მზადდება სხვა საკადრო განკარგულებები“.

„შეთანხმების დარღვევის შედეგებზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ვალერი ბგანბას და მის გარემოცვას“, - ნათქვამია კავშირის განცხადებაში.

აფხაზური მედიის თანახმად, ბგანბა დე ფაქტო მთავრობის მეთაურის მოვალეობას 2024 წლის 20 ნოემბრიდან ასრულებს. მისი კანდიდატურა შეთანხმებული იყო ოპოზიციასთან, რომელმაც აფხაზი ლიდერის ასლან ბჟანიას გადადგომას მიაღწა. ამავ დროს, პროტესტის შედეგად, რომელშიც "პრეზიდენტობის" კანდიდატი ადგურ არძინბა მონაწილეობდა, ე.ს. პარლამენტმა ჩააგდო მოსკოვსა და სოხუმს შორის საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების პროცესი. 

ცნობისთვის, „საპრეზიდენტო“ არჩევნების მეორე ტურში, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში 1 მარტს გაიმართება, მონაწილეობას ორი კანდიდატი მიიღებს, ასლან ბჟანიას თანაგუნდელი - ბადრა გუნბა და აფხაზი ოპოზიციონერი, ადგურ არძინბა.


ვადამდელი „საპრეზიდენტო“ არჩევნები, აფხაზეთში,15 თებერვალს გაიამრთა.





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
დღის სიახლეები
11 / ივლისი 2025
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
08 / ივლისი 2025
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.