გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში ერთი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
მათივე ცნობით, მოქალაქეს, საცხოვრებელი სახლის ეზოში, ცირკული ტიპის დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი ჰქონდა დამონტაჟებული. უკანონო სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე კი განთავსებული იყო უკანონოდ მოპოვებული, სხვადასხვა სახეობის 9 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი).
დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები