ახალი ამბები
სროლა იყო აფხაზეთში, ერთ - ერთ საარჩევნო უბანზე - მედია
დღეს, 1 მარტს, დაახლოებით 19:30 საათზე, შეიარაღებული თავდასხმა მოხდა გაგრის რაიონში, ცანდრიფშის მე-2 სკოლაში, საარჩევნო უბანზე, რის შედეგადაც დაზიანდა საარჩევნო ყუთი და დოკუმენტები, „აფსნიპრესი“ იწუყება ამის შესახებ.
ამავე ცნობით, თავდამსხმელებმა გაქცევა მანქანებით სცადეს. დევნის დროს დე ფაქტო შსს-ს თანამშრომლებმა მიუსერას საგუშაგო გადაკეტეს. თავმდამსხმელებმა მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. საპასუხო სროლის შედეგად, ერთ-ერთი მანქანის მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა და თხრილში გადავარდა. სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

გამოცემა „ნუჟნაია გაზეტა“, დამკვირვებლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ „ნიღბიანი პირები შეიჭრნენ საარჩევნო უბანზე, მათ გაისროლეს, გადაატრიალეს საარჩევნო ყუთი, ამოიღეს ბიულეტენების ნაწილი, ზოგს კი წყალი დაასხეს“.

ამავე ცნობით, ბადრა გუნბას შტაბმა მომხდარში ადგურ არძინბას მომხრეები დაადანაშაულა:

„ადგურ არძინბას მხარდამჭერებმა ცეცხლი გაუხსნეს და ემუქრებოდნენ კომისიის წევრებსა და ამომრჩევლებს, ნიღბიანები, შეიჭრნენ მე-2 საშუალო სკოლის მე-14 ოლქის ცანდრიფშის მე-5 უბანზე, დაამტვრიეს საარჩევნო ყუთი და მიმოფანტეს ბიულეტენები“.

ტელეგრამის არხის RESPUBLICA-ს ცნობით, „უცნობმა პირებმა რამდენჯერმე გაისროლეს ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, რის შედეგადაც დაიჭრნენ ადგურ არძინბას მომხრეები“.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის განცხადებით, ცანდრიფშში, საარჩევნო უბანზე თავდასხმის მონაწილეების დასაკავებლად ზომები მიიღება.

ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს "საპრეზიდენტო" არჩევნების მეორე ტური გაიმართა. 




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
დღის სიახლეები
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.