ახალი ამბები
პუტინი გუნბას აფხაზებისთვის ორმაგი მოქალაქეობის და სხვა საკითხების მოგვარებას დაჰპირდა
რუსეთის პრეზიდენტი ოკუპირებული აფხაზეთის არჩეულ „პრეზიდენტს“ შეხვდა. ვლადიმირ პუტინმა ბადრა გუნბას ე.წ. არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და მის შედეგს "კარგი" უწოდა.
„ვიცი, რომ საარჩევნო კამპანია საკმაოდ მშფოთვარე და ემოციური იყო. მთავარი ის არის, რომ ხალხი მოვიდა, ხალხმა გამოხატა თავისი სურვილები. თქვენ იცით, რა თქმა უნდა, რუსეთისა და აფხაზეთის განსაკუთრებული ურთიერთობების შესახებ, იცით, რა პრობლემები არსებობს და რა გადაწყვეტილებებს ელოდება ხალხი, ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ", - თქვა პუტინმა.

გუნბამ, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა პუტინს „აფხაზეთის ხალხის მხარდაჭერისთვის“ და რუსეთს „მთავარი სტრატეგიული მოკავშირე“ უწოდა.

„აფხაზეთის მოსახლეობას ახსოვს ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის აღიარების შესახებ. ნება მომეცით, აფხაზი ხალხის სახელით მადლობა გადაგიხადოთ ამ გადაწყვეტილებისთვის. რუსეთის ფედერაცია ყოველთვის თანმიმდევრული იყო მის მხარდაჭერაში. ეს ეხება სამხედრო-პოლიტიკურ მხარდაჭერას, სოციალურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას და აფხაზეთის მოსახლეობა, რა თქმა უნდა, გრძნობს მთელ ამ მხარდაჭერას“, - აღნიშნა მან.

გუნბამ შეხვედრაზე, პუტინს რამდენიმე თხოვნით მიმართა, მათ შორის იყო აფხაზეთისთვის, ელექტროენერგიის „ჰუმანიტარული ნაკადის“ მიწოდების გახანგრძლივება.

„ახლა მივედით იქამდე, რომ რესპუბლიკაში შემოსული ჰუმანიტარული ელექტროენერგიის მოცულობა პრაქტიკულად ამოიწურა. ვისარგებლებ შემთხვევით, მინდა გთხოვოთ მხარდაჭერა ენერგეტიკული დეფიციტის დასრულებამდე - ეს არის დაახლოებით აპრილის შუა რიცხვებამდე, - მხარი დაუჭიროთ აფხაზეთს დამატებითი მოცულობის ჰუმანიტარული დახმარებით, ჩვენი ქვეყნისთვის რთული, მწვავე პრობლემების გადასაჭრელად“, - განაცხადა მან.

”კარგი, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ”, - უპასუხა პუტინმა.

გუნბამ ორმაგი მოქალაქეობასთან დაკავშირებულ პრობლემაზეც მიუთითა.

„შეთანხმების ძირითადი პროცედურები დასრულებულია და ის რატიფიცირებულია ჩვენი ქვეყნების პარლამენტების მიერ. რჩება იმის მექანიზმის განსაზღვრა, რომელიც შესაძლებელს გახდის, ფაქტიურად დაიწყოს ორმაგი მოქალაქეობის, - რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება აფხაზეთის მოქალაქეებისთვის. თქვენ იცით, რომ თქვენი მხარდაჭერით, ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების 70 პროცენტზე მეტი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. თუმცა, არიან ადამიანები, რომლებსაც არ უსარგებლიათ ამ ტიპის შესაძლებლობებით და თუ ეს შესაძლებელია, ვისურვებდით, რომ სეთი პროგრამა განხორციელდეს“, - განაცხადა ბადრა გუნბამ.

ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ პროგრამა გაგრძელდება.

„პრინციპში მომზადებულია და ჩვენ გავაგრძელებთ მის განხორციელებას. შესაბამის ინსტრუქციებს გავუგზავნი ჩემს კოლეგებს და ისინი თქვენთან ერთად იმუშავებენ იმ საკითხებზე, რომლებიც შესაძლოა, ჯერ კიდევ საჭიროებს ყურადღებას, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ ამ საქმეს“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

„აფსნიპრესის“ თანახმად, მოლაპარაკებები დღეს, 5 მარტს, კრემლში გაიმართა.

1 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში "საპრეზიდენტო" არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც ბადრა გუნბამ გაიმარჯვა, დე ფაქტო ცესკოს მონაცემებით, მან ხმების 54,73%, ხოლო მისმა მეტოქემ, ოპოზიციონერმა ადგურ არძინბამ - 41,54%.

2 მარტს პუტინმა გუნბას გამარჯვება მიულოცა.

ვადამდელი „საპრეზიდეტო“ არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში მას შემდეგ დაინიშნა, რაც ყოფილი “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია თანამდებობიდან 2024 წლის 19 ნოემბერს გადადგა, რასაც წინ უსწრებდა ოპოზიციის პროტესტი და ე.წ. პარლამენტში სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესის ჩაშლა. პასუხად, მაშინ მოსკოვმა სოხუმს სრულად შეუჩერა დაფინანსება.  





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
დღის სიახლეები
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.