ახალი ამბები
სენაკის მერიამ მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადასაყვანად 16 680 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა
სენაკის მერიამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთველყურეოდ დარჩენილი ძაღლების მომრავლების შედეგად წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებისთვის 16 680 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

დოკუმენტაციის მიხედვით, მიუსაფარი ცხოველების დაჭერა და თავშესაფარში განთავსება (იზოლირება) უნდა მოხდეს საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად, ჰუმანური მეთოდებით.

ამავე ცნობით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესაბამისი გამოკვლევების შემდგომ, უნდა უზრუნველყოს მათი სტერილიზაცია, კასტრაცია, ვაქცინაცია და სხვა ვეტერინარული მომსახურების გაწევა, ასევე, მარკირება ყურის კლიპის მეშვეობით (დაბირკვა) და რეგისტრირებული ცხოველების ბუნებრივ არეალში დაბრუნება.

ვეტერინარული მომსახურება მხოლოდ ვეტერინარ სპეციალისტმა უნდა შეასრულონ. მათი დასკვნის საფუძველზე, მძიმედ დაავადებული ცხოველების ევთანაზია და ცხოველთა ბიოთერმულ სამარხში (ბეიკერის ორმო) მოთავსება უნდა მოხდეს.

მონაწილეობის მსურველ კომპანიას უნდა ჰქონდეს საკუთარი ან სარგებლობის სხვა ფორმის თავშესაფარი ან ვეტერინარული საავადმყოფო.

ტენდერში წინადადებები 18-20 მარტს მიიღება. გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნები, ეტაპობრივად, 2025 წლის 31დეკემბრის ჩათვლით.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
22 / აგვისტო 2025
სამეგრელოში იარაღი, ნადირობა, ჭკვიანი თამაშები და ტრადიციული რიტუალები ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.