დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო „განსახლებულ დევნილთა და ეკომიგრანტთა ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განაცხადების მიღებას იწყებს. ამის შესახებ უწყება საკუთარ ვებ გვერდზე ინფორმაციას ავრცელებს.
მათი თქმით, სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ხელის ტრაქტორებს, სხვადასხვა სახეობის მრავალწლიან კულტურებს, სასოფლო-სამეურნეო, სურსათის წარმოებისა და გადამუშავებისთვის საჭირო ინვენტარს შეუძენს.
პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, იძულებით გადაადგილებული 200-მდე პირი დაფინანსდება.
განაცხადების მიღება ქ. ზუგდიდში, დ. აღმაშენებლის ქ.N106-ში 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
სააგენტოს ცნობით, პროგრამის მთავარ მიზანია სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფილი დევნილებისა და ეკომიგრანტების ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა.
მასალის გამოყენების პირობები