ახალი ამბები
წალენჯიხაში რამდენიმე ლოკაციაზე ხანძარი გაჩნდა, ამ დროისთვის ცეცხლის კერები ლიკვიდირებულია
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ლოკაციაზე - ჯვარში, ასევე, კანთისა და ლეხარჩილეს უბნებში ცეცხლის კერები გასულ ღამეს გაჩნდა, რომელიც ამ დროისთვის სრულად ლიკვიდირებულია. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ წალენჯიხის მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ უთხრა.

მისივე თქმით, ჯვარში ცეცხლი ანძას გაუჩნდა, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს რამდენიმე საათით ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.

„საკმაოდ რთული ღამე იყო. პირველად ცეცხლი გაჩნდა ანძაზე ჯვარში. ჯვარშივე დაიწვა სახლი, თუმცა, ეს კავშირში არ იყო ხანძართან, რომელიც კარ-მიდამოებს მოედო. შემდეგ ცეცხლის კერა გაჩნდა კანთის და ლეხარჩილეს უბნებში. საკმაოდ დიდ მანძილზე გავრცელდა ხანძარი. მერის მოვალეობის შემსრულებელი ადგილზე გაეცნო ვითარებას და ღამის 4 საათამდე ყველა ლოკაციაზე იმყოფებოდა. დილისკენ შევძელით ცეცხლის ლოკალიზება. ქარი ართულებდა სალიკვიდაციო სამუშაოებს, თუმცა შესაბამისმა სამსახურებმა შეძლეს ცეცხლის ლოკალიზება.

ხანძრის გამომწვევი მიზეზია ის მავნე ტრადიცია, რომ მოსახლეობის ნაწილი გაზაფხულის სახნავისთვის ცდილობს მიწა მოამზადოს ძველი ნათესების დაწვით. შემდეგ მისი კონტროლი ვერ ხდება, ტოვებენ უყურადღებოდ მიწებს. გარდა იმისა, რომ ეს უკიდურესად ტოქსიკური და ჯანმრთელობისთვის მავნებელია, არის კანონით დასჯადი“, - განმარტავს მერის მოადგილე.

ის მოსახლეობას მოუწოდებს, ნუ დაანთებენ საკარმიდამო ნაკვეთებში ცეცხლს, ნუ დატოვებენ კოცონს უყურადღებოდ და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, რადგან ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების ხშირი მიზეზი ადამიანის დაუდევრობაა.


ფოტო: თამარ ბელქანიას FB გვერდი
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
22 / აგვისტო 2025
სამეგრელოში იარაღი, ნადირობა, ჭკვიანი თამაშები და ტრადიციული რიტუალები ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.