ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის ცალკეულ მონაკვეთებზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა
ქვისცვენის და ზვავების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ94-კმ97 (დიზი-ლახამულა) და ამავე საავტომობილო გზისკმ178-კმ183 (კალა-უშგული) მონაკვეთებზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი საკუთარ ვებ გვერდზე აქვეყნებს.
ამასთან, რამდენიმე საათის წინ, მესტიის მერიაში განმარტეს, რომ ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ94- კმ98 (ლაჯურღულა) და კმ178 -კმ183 (კალა-უშგული, ე.წ. “დევისნაშენი”) მონაკვეთებზე, ინტენსიური ქვისცვენის გამო გადაადგილება შეფერხებით მიმდინარეობდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საგზაო დეპარტამენტის შესაბამისი ტექნიკა, რომელიც უზრუნველყოფდა გზის გაწმენდით სამუშაოებს.
მერიაში მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
მასალის გამოყენების პირობები