24 მარტამდე საქართველოში ცივი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში 24 მარტამდე ცივი და წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 24 მარტიდან გამოიდარებს და დათბება.
ჰაერის ტემპერატურა ზუგდიდსა და მარტვილში 14, +19, ანაკლიასა და ფოთში კი +14, +16 გრადუსამდე მოიმატებს.
ამავე ინფორმაციით, ზემო-სვანეთში, მესტიაში ცივი და ნალექიანი ამინდის ფონზე, ტემპერატურა +3, +8 გრადუსი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები