გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო დღეებში გრილი და ნალექიანი ამინდი იქნება, ხოლო 17 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და დათბება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ზუგდიდსა და მარტვილში გრილი და წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა 17 აპრილიდან +11, +13-დან +18, +20 გრადუსამდე მოიმატებს.
რაც შეეხება ზემო სვანეთს, მესტიაში 17 აპრილამდე ზოგან მოთოვს, შემდეგ კი გამოიდარებს და დათბება. ჰაერის ტემპერატურა +12, +17 გრადუსს მიაღწევს.
მასალის გამოყენების პირობები