გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების მშობლებს სახლი გადასცეს. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი პირადად შეხვდა ჭოლარიების ოჯახის წევრებს და გადასცა სახლი, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში, „ფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ჩართულობით შეისყიდეს“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
აქვე აღნიშნულია, რომ კომპანია "ელიტ ელექტრონიქსმა“ დაზარალებულ ოჯახს საოჯახო ტექნიკა გადასცა.
ჭოლარიების ოჯახში ტრაგიკული შემთხვევა მიმდინარე წლის 5 იანვარს მოხდა. სახლში გაჩენილ ხანძარს, ხუთი 5 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები