გულრიფშის რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
გულრიფშის რაიონის სოფელ ფშაფთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი ხიდიდან გადავარდა.
ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.
ამავე ცნობით, ინციდენტის შედეგად 80 წლამდე ასაკის რუსეთის მოქალაქე დაიღუპა.
ავტომობილი მძღოლი რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.
მასალის გამოყენების პირობები