სტატია
GLC-ის ზუგდიდის განყოფილებაში სასწავლო პროცესი განახლდა (ფოტო)
დღეს, 16 სექტემბერს ქვეყნის მასშტაბით მოქმედ საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი დაიწყო. მათ შორისაა GLC-ის ზუგდიდის განყოფილებაც, სადაც დილით, პირველი ზარის დარეკვამდე, საზეიმო ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს სკოლის მასწავლებლებმა, დირექტორმა და მშობლებმა. მათ აღნიშნეს GLC-ის მნიშვნელობა მოსწავლეებისთვის განათლების მიღებასა და პიროვნულად ჩამოყალიბებაში. წარმატებული წელი უსურვეს მოსწავლეებს, განსაკუთრებით კი მეშვიდე კლასელებს, რომლებიც სასწავლო წელს პირველად ხვდებიან GLC-ის სივრცეში.

„განსაკუთრებულად მახსენდება ის დღე, როდესაც ამ სკოლაში გადმოვედი. ჩემთვის ერთ-ერთი მოტივაცია იყო განსხვავებული სწავლების მეთოდი, რაც უმეტესწილად გერმანული განათლების სისტემის სტანდარტებზეა აგებული. GLC-ის აქვს გერმანული ტესტი, რომლის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, გერმანიის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით შეძლებ სწავლის გაგრძელებას. ჩემთვის, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია კლასში მოსწავლეების რაოდენობაც. თავდაპირველად, ვიყავით 8 მოსწავლე, რაც შესაძლებლობას გვაძლევდა ჩვენი უნარები უფრო მეტად გამოგვეჩინა. სკოლაში ინდივიდუალური სწავლების მეთოდი და განათლების მაღალი სტანდარტებია, შესაბამისად მოსწავლეები მაღალ შედეგებს აღწევენ. ვულოცავ მე-7 კლასელებს ამ განსაკუთრებულ დღეს და ვუსურვებ წარმატებულ სასწავლო წელს“, - ამბობს რადიო „ათინათთან“ მე-11 კლასის მოსწავლე ნანა ადამია.

ასეთივე ამაღელვებელი და განსაკუთრებულია დღევანდელი დღე გაბრიელ შეროზიასთვის, რომელიც მოუთმენლად ელოდა თანაკლასელებთან და მასწავლებლებთან შეხვედრას. ის აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე, მისთვის მნიშვნელოვანია უცხო ენების უკეთ შესწავლა, რადგან სწავლის გაგრძელებას გეგმავს ევროპაში.

„პირველი დღე, როგორც ყოველთვის ამაღელვებელია. მე-11 კლასში გადავედი და ახლა უკვე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ენების შესწავლას, მათ შორის გერმანულსა და ინგლისურს. ეს საინტერესო პროცესი იქნება და მოუთმენლად ველი ახალ სასწავლო წელს. აქ განსხვავებული სწავლების მეთოდია. ასევე, გვაქვს ძალიან მეგობრული გარემო. შეიძლება ითქვას, ყველა ერთი ოჯახის წევრია და ყოველ წელს აღფრთოვანებით ვუბრუნდები სკოლის კედლებს. ბედნიერი ვარ, რომ მე-7 კლასიდან GLC-ში აღმოვჩნდი. იმ დროს ახალ შესაძლებლობებს ვეძებდი, რაც აქ ნამდვილად ვიპოვე. ნაყოფიერ წელს ვუსურვებ იმათ, ვინც ახლა შემოგვიერთდა. წინ დიდი გამოცდილება ელით“, - გვეუბნება გაბრიელი.

მათემატიკის მასწავლებელი ჟანა ბელქანია, რომელიც GLC-ში მე-13 წელია ასწავლის, ამბობს, რომ ეს წელი მისთვის განსაკუთრებულია, რადგან ტექნიკური საგნების მიმართ ინტერესი მზარდია, რაც მის საკლასო ოთახში მათემატიკის შესწავლის მსურველთა დიდი რაოდენობით გამოიხატება.

„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. გისურვებთ ნაყოფიერ და წარმატებულ სასწავლო წელს. განსაკუთრებით ვულოცავ მე-12 კლასელებს, რომლებიც წელს სკოლას ამთავრებენ და მჯერა, ისინი საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ. ეს თაობა განსაკუთრებულია იმით, რომ მეტად გაცნობიერებულია ტექნოლოგიებში. მათ მეტი შესაძლებლობები აქვთ, ევროპაში სწავლის გაგრძელების კუთხით“, - აღნიშნავს მასწავლებელი.

ცნობისთვის, საქართველოს სასწავლო ცენტრმა GLC-იმ ზუგდიდში 2004 წელს დაიწყო ფუნქციონირება. 20 წლის განმავლობაში მას უამრავი მიღწევა აქვს. ახალგაზრდები თითქმის ყოველ წელს მონაწილეობენ სხვადასხვა პროგრამაში, მათ შორის “Deutsches Sprachdiplom der Kultusministerkonferenz- ში და “FLEX”- ში.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
01 / აპრილი 2025
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს, სამეგრელო-ზემო სვანეთში 1 863 რეგისტრირებული ქორწინება აღირიცხა, რაც 2023 წლის მაჩვენებლებს 148-ით ჩამორჩება. მათ შორის პროცენტული სხვაობა კი 7.9%-ია.
01 / აპრილი 2025
სოჭიდან აფხაზეთის მიმართულებით რეგულარული საზღვაო სამგზავრო მიმოსვლის შესაძლებლობას განიხილავენ მოსკოვში. ამის შესახებ ტრანსპორტის მინისტრმა რომან სტაროვოიტმა ტელეკომპანია Russia 24-თან ინტერვიუში განაცხადა.
31 / მარტი 2025
პროევროპული პროტესტის 124-ე დღეს დემონსტრანტები 19:00 საათიდან კვლავ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.