სტატია
ცოდნას სწორედ იმიტომ ვიძენ, რომ ჩემს ქვეყანას მოვახმარო, - ზუგდიდელი ელენე ქობალია ევროპულ გამოცდილებაზე (ფოტო)

ზუგდიდელი ელენე ქობალია, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტია. პროფესიად არქიტექტურა აირჩია. როგორც ამბობს, ამ გადაწყვეტილებამდე, ხელოვნებისა და მათემატიკის სიყვარულმა მიიყვანა.


პარალელურად, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სხვადასხვა საგრანტო პროგრამაში ჩართვა გადაწყვიტა. მიზნის მისაღწევად, უამრავი აპლიკაცია შეავსო, რამაც შედეგი გამოიღო და 18 წლის ახალგაზრდა რუმინეთში გაემგზავრა.

,,ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის რუმინეთში წასვლა, აქამდე უამრავი განცხადება მქონდა შევსებული... მთავარი ის იყო, რომ არასდროს არ მიფიქრია, ახლა შევწყვეტ, დავნებდები, მქონია იმედგაცრუებაც, სწორედ ამ დროს შევავსე ეგ აპლიკაცია და პასუხი რომ მოვიდა, აი, ძალიან გავიხარე“, - ყვება ელენე.

ახლა ის დარწმუნებულია, რომ თუ ადამიანს აქვს მოტივაცია, მონდომება და სურვილი, რომ გამოცდილება შეიძინოს, ყველაფერი გამოუვა.

ამჟამად, ლატვიაში იმყოფება, სადაც სხვა მოკლევადიანი პროგრამის ფარგლებში, ეკოლოგიასთან დაკავშირებულ ერთ - ერთ პროექტში მონაწილეობს.

..ამ კონკრეტული პროგრამის ფარგლებში ვეცნობით სოფლის ცხოვრებას, ამჟამად ვმუშაობთ ერთ - ერთ პროექტზე და ვაშენებთ თიხის სახლს, ვიძენთ ინფორმაციას პერმაკულტურის პრინციპების შესახებ და ვსწავლობთ, რა წვლილი შეგვიძლია შევიტანოთ ეკოლოგიის განვითარების მიმართულებით’’, - ამბობს ის.

ელენეს მიაჩნია, რომ გაცვლით პროგრამებში ჩართულობა მისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა, რომ განათლებასთან ერთად, ევროპაში საჭირო გამოცდილება მიიღოს და სწორი ნაბიჯები გადადგას.

„ჩემი აზრით, ახალგაზრდამ უნდა გამოიყენოს ეს შანსი და გაეცნოს ევროპულ ღირებულებებს, განათლებას, ცხოვრების სტილს. ის შესაძლებლობები, რომელსაც ევროპა გვაძლევს, შეუფასებელია ყველა კუთხით. კულტურის გაცნობა, ადამიანების გაცნობა, კონტაქტების შეძენა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან გასაოცარია და მოხარული ვარ, რომ მომეცა ეს შესაძლებლობა’’, - გვეუბნება ზუგდიდელი ახალგაზრდა.

ელენე თვლის, რომ აკადემიური და არაფორმალური განათლების მიღებასთან ერთად, ახლგაზრდებმა საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციაც უნდა გამოხატონ. ამიტომაც, მალე საქართველოში დაბრუნდება, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მოხალისე დამკვირვებელი გახდეს.

,,ვაპირებ რომ გავხდე დამკვირვებელი არჩევნებზე და შევიტანო ჩემი წვლილი ყველანაირად, ეს იქნება ხალხის ინფორმირება, სოცქსელებში აქტიურობა, ვფიქრობ, რომ თითოეულმა ახალგაზრდამ, რომელსაც სურს ევროპა, პროგრესული მომავალი ეს ნაბიჯი უნდა გადადგას 26 ოქტომებრს’’, - გვითხრა მან.

ამ ეტაპზე, საკუთარი თავით და შედეგებით კმაყოფილია, სამომავლოდ, კი სწავლის გაგრძელებას ევროპაში გეგმავს.

,,დარწმუნებული ვარ ერთ მშვენიერ დღეს ეს ყველაფერი სისრულეში მოვა, სწავლის დასრულების შემდგომ ვაპირებ, რომ დავბრუნდე ჩემს ქვეყანაში, ამდენ ცოდნას სწორედ, იმიტომ ვიძენ, რომ ჩემს ქვეყანას მოვახმარო, ჩემი აზრით ჩემს ქვეყანას ვჭირდები მე და ჩემი კომპეტენცია’’.

ეს სტატია მომზადდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ [ავტორი] და შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის შეხედულებებს.

This article was produced with the financial support of the European Union and UNDP. Its contents are the sole responsibility of [AUTHOR] and do not necessarily reflect the views of the European Union and UNDP.



 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
16 / მაისი 2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18-19 მაისს საქართველოში იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ამასთან, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.
16 / მაისი 2025
სოხუმის აეროპორტთან დაკავშირებით მოსალოდნელ სკანდალზე წერს ინფორმაციული სააგენტო „აიაშარა“. გამოცემის ცნობით, სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად დაქირავებული სამშენებლო კომპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ. ამავე ცნობით, 15 მაისის შემდეგ, 8 - მდე სამშენებლო კომპანიის არც ერთი თანამშრომელი არ გამოსულა სამსახურში. მიზეზად, ხელფასის გადაუხდელობა სახელდება.
16 / მაისი 2025
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამეგრელოსა და სხვა რეგიონებში 8 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო საკუთარ ვებ გვერდზე ავრცელებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.