საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლას პირველი იანვრიდან შეძლებენ
Twitter-ში საკუთარ მიკრო ბლოგზე რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტმა
რიკარდ იოზვაკიმ სტატუსი გამოაქვეყნა:
საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლას სავარაუდოდ
2017 წლის 1 იანვრიდან შეძლებენ.
ჟურნალისტის ინფორმაციით, ევროკავშირის დიპლომატები საქართველოსა და
უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას
ოქტომბერში მიიღებენ, უვიზო რეჟიმი კი, არსებული ინფორმაციით, 2017
წლის 1-ლი იანვრიდან დაწესდება.
მასალის გამოყენების პირობები