ახალი ამბები
საგარეო უწყება: Tok Tok - ზე არსებული ხარვეზი აღმოფხრვილია, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები დამოუკიდებელ ერთეულებად არ მოიხსენებიან
სოციალურმა მედია პლატფორმამ Tik Tok - მა გაასწორა შეცდომა და ახლა აპლიკაციაში აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონები არ არიან მითითებული, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები. მაისის დასაწყისში ქართველმა ინტერნეტ - მომხმარებლებმა უკმაყოფილება გამოთქვეს იმის გამო, რომ Tik Tok - ზე დარეგისტრირების დროს, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მითითებული იყო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნები.  საგარეო უწყებამ და ჩინეთში საქართველოს საელჩომ ინფორმაციის გავრცელებისთანავე დაიწყეს ამ საკითხზე მუშაობა.

"გაიმართა შეხვედრები თბილისსა და პეკინში. მათ შორის, ჩვენი ელჩი ჩინეთში შეხვდა კომპანიის ხელმძღვანელობას. აღნიშნული ხარვეზის გამო მათ ბოდიში მოიხადეს და პირობა მოგვცეს, რომ მალევე გამოასწორებდნენ შეცდომას", — ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველთვის რეაგირებს ცალკეული სუბიექტების და ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ ერთეულებად მოხსენიების ფაქტებზე.

"არაერთი მაგალითი არსებობს, როდესაც საგარეო უწყების მუშაობის შედეგად, სხვადასხვა საიტზე შეიცვალა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში გამოყენებული არასწორი დეფინიცია", - აცხადებენ უწყებაში.

Tik Tok სოციალურ პლატფორმაა, რომელზეც მოკლე ვიდეორგოლების დამზადება და გამოქვეყნებაა შესაძლებლი. ის 2015 წელს ჩინურმა კომპანია ByteDance -მა ჩაუშვა.






Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
23 / აპრილი 2025
გულრიფშის რაიონის სოფელ ფშაფთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი ხიდიდან გადავარდა.
23 / აპრილი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მასკარონებზე, ადამიანის სახის ან ცხოველის თავის გამოხასულებიანი, უკანა მხრიდან ჩამოჭრილ და ბრტყელ ფუძეზე მიდგმულ სკულპტურულ მოსართავებზე. მასში წარმოდგენილია მამაკაცების, ქალების, ბავშვების, ახალგაზრდებისა თუ ხანდაზმულების თავები, ასევე ანტიკური პერსონების თავის ასლები, თეატრალური ნიღბები.ტერმინი მასკარონი მე-17 საუკუნეში გამოიყენეს და ეს გროტესკული გამოსახულებები, რაიმე ან ვინმე არარეალურის რეპრეზენტაცია გახლდათ.გადაცემას უძღვება დადიანების სასახლეთა ისტორიულ - არქიტექტურული მუზეუმის დირექტორი დავით ოყუჯავა.
23 / აპრილი 2025
გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების მშობლებს სახლი გადასცეს. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.