წინასაარჩევნო პერიოდში მმართველმა პარტიამ ყველაზე მეტი შემოწირულობა მიიღო
წინასაარჩევნოდ 8 ივინისიდან 1-ელ
ოქტომბრამდე პარტიებმა და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა
შემოწირულობის სახით ჯამში 26 008 857 ლარი
მიიღეს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ყველაზე მეტი
შემოწირულობა - 16 101 506 ლარი „ქართულ ოცნებაზე“
მოდის, მეორე ადგილზე კი 4 205 343 ლარით პაატა ბურჭულაძის
მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვისაა“.
დანარჩენი პარტიების მიერ მიღებული შემოწირულობების ოდენობა ასეთია:
„პატრიოტთა ალიანსი’’ - 1 098 207 ლარი, „ნაციონალურ
მოძრაობა“ - 1 018 581 ლარი, „თავისუფალი დემოკრატები“ – 421
690 ლარი, ,„რესპუბლიკური პარტია“ -59 115 ლარი, „ახალი პოლიტიკური
ცენტრი - გირჩი“ – 231 363 ლარი, „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ -
15 215 ლარი და ა.შ.
მასალის გამოყენების პირობები